რესტორანი „საამო“ – ოჯახური ტრადიცია ქვეყნის სასარგებლოდ

146
SHARE

ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის მახლობლად ახალი, მაღალი კლასის ბარ-რესტორანი ტერასა „საამო“ გაიხსნა, რომელიც ელეგანტური ინტერიერით, საუცხოო კერძებითა და მაღალი კლასის მომსახურებით გამოირჩევა. „Funtime“-ს „საამოს“ დამაარსებელი და დირექტორი მანანა ფიფია ესაუბრა: -ამ სფეროს მიმართ ჩემი ინტერესი ოჯახიდან მომდინარეობს – სტუმართმოყვარე ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც სუფრა და კულინარია კულტი იყო… მამაჩემის და დედაჩემის ოჯახს ხუმრობით „ქართულ რესტორანსაც“ ეძახდნენ. ასე რომ, მე და ჩემს დებს ბავშვობიდან მოგვდევს სტუმრის მიღების და გამასპინძლების ტრადიცია. – ამ სფეროში არსებულმა კონკურენციამ არ შეგაშინათ? – მზად ვარ, გავუმკლავდე ნებისმიერ კონკურენციას, რადგან ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს – მართალია, საქართველოში ეს ჩემი პირველი რესტორანია, მაგრამ მე და ჩემს დებს დიდი ხანია, საქართველოს საზღვრებს გარეთ გვაქვს რესტორანი, საკონდიტრო საწარმო… რა თქმა უნდა, გვსურს, ჩვენს ქვეყანაში უფრო წარმატებულები ვიყოთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი დავასაქმოთ და ამით ქვეყანასაც სარგებელი მოვუტანოთ. – „საამოს“ უპირატესობა რა არის? – „საამო“-ში აქცენტი კეთდება ნატურალურ პროდუქტზე და ეს გამოგვარჩევს კონკურენტებისგან. აქ აბსოლუტურად ყველა კერძი მზადდება ადგილზე, ხარისხიანი, ახალი და 100% ნატურალური პროდუქტისაგან. უშუალო კავშირი გვაქვს ქართველ ფერმერებთან, რომლებიც ახალ და შემოწმებული ხორცპროდუქტებს, ბოსტნეულსა და ხილს გვაწვდიან. – რამდენად მრავალფეროვანი მენიუ გაქვთ? – გვაქვს ევროპული და ქართული კერძების დიდი არჩევანი, ასევე, აზიური სამზარეულო… ფართოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტიც. გარდა აღნიშნულისა, ჩვენთან მზადდება უგემრიელესი დესერტები და სხვადასხვა ტკბილეული… სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია, ფურშეტებისა და ბიზნესლანჩების ორგანიზებაც. – არ შემიძლია, არ აღვნიშნო ხედი, რომელიც თქვენი ტერასიდან იშლება… – ჩვენი დაწესებულება მრავალკომპლექსიანია. პირველ სართულზე განთავსებულია ბარი, მეორეზე – კაფე-რესტორანი, ხოლო მესამეზე – ტერასა… სწორედ ტერასიდან და მეორე სართულის აივნებიდან იშლება სამების საკათედრო ტაძარზე და მთელ თბილისზე უნიკალური ხედი, რომელსაც, ვფიქრობ, ანალოგი არ მოეპოვება. – თქვენთან ცოცხალი მუსიკა თუ უკრავს? – რესტორანში 19:00 საათიდან უკრავს ცოცხალი მუსიკა – უკრავს საქსაფონი, მღერის მომღერალი და კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძე. წვეულებებისთვის ცეკვის ან სიმღერის ფოლკორული ანსამბლის მოწვევაც შეგვიძლია. -როგორც ვიცი, მომხმარებელს კერძების ადგილზე მიტანის სერვისსაც სთავაზობთ… – დიახ, ჩვენს რესტორანს გააჩნია კერძების ადგილზე მიტანის სერვისი, რაც ნებისმიერი კერძის მოკლე დროში, თბილისის ნებისმიერ უბანში მიტანას გულისხმობს. https://www.facebook.com/saamocafe/?fref=ts&__mref=message_bubble ტელ: 558 90 91 97

R

FB კომენტარები

კომენტარი