რემი მალიკი ახალი “ჯეიმს ბონდის” მთავარ მტერს ითამაშებს

22
SHARE

მსახიობმა რემი მალიკმა მედიას დაუდასტურა, რომ სწორედ ის არის დამტკიცებული მომდევნო “ჯეიმს ბონდის” მტრის როლზე. 25-ე „ბონდი“ 2020 წლის 8 აპრილს გამოვა კინოეკრანებზე. მთავარი გმირის, აგენტ 007-ის როლს კვლავ დენიელ კრეიგი ითამაშებს. ჯერჯერობით, ფილმის საბოლოო სახელწოდება არ არის ცნობილი.
რემი მალეკის თქმით, მისტერ “ბონდი” მას ხელიდან ადვილად ვერ დაუსხლტება.
როგორც ცნობილია, “ბონდი 25” დენიელ კრეიგისთვის „ბონდიანას“ მეხუთე და უკანასკნელი ფილმი იქნება. ბოლოს მან ეს ლეგენდარული როლი ხუთი წლის წინ ითამაშა.
ფილმის რეჟისორი ქერი იოჯი ფუკუნაგაა. გადაღებები ნორვეგიაში, იტალიაში, ინგლისსა და იამაკაზე მიმდინარეობს.
რემი მალეკმა მაყურებელს ცოტა ხნის წინ ლეგენდარული ფრედი მერკურის როლის შესრულებით დაამახსოვრა თავი. მან ამ როლისთვის „ოსკარი“ მიიღო.

FB კომენტარები

კომენტარი