რელიგიურმა ფანატმა ცოლი და 6 შვილი მოკლა

154
SHARE

რუსეთში მომხდარმა ამბავმა მსოფლიო შეძრა. რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებულმა მამამ უახლოესი ნათესავები მოკლა, მათ შორის ორსული ცოლი და 6 შვილი. მსხვერპლის რაოდენობა კიდეც უნდა გაზრდილიყო – საფრთხეში იყო მისი სიდედრიც, რომელთანაც მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ძიების თანახმად, ეჭვმიტანილს გეგმა ჰქონდა, თუ როგორ უნდა მოეკლა სიდედრი. თუმცა ოლეგ ბელოვმა ამ დანაშაულის ჩადენა ვეღარ მოასწრო.
როცა მისი სიდედრი ააღელვა შვილისა და შვილიშვილების გაუჩინარებამ, პოლიციას მიმართა…
მოკლული ორსული ქალისა და მისი შვილების ცხედრები 4 აგვისტოს იპოვეს. ნიჟნი ნოვგოროდში მათი ბინა სასაკლაოს ჰგავდა. მანამდე მოკლული იპოვეს ეჭვმიტანილის დედა. მოკლული ქალის ცხედარი მის სახლთან ახლოს ორმოში იყო ჩაგდებული…
ბავშვების ასაკი წლიდან შვიდ წლამდე იყო. მათი გვამები ნაჯახით იყო დანაწევრებული და შავ პაკეტებში ჩაწყობილი…
არადა, ცოლი და ბავშვების ბებია არაერთხელ ცდილობდა მისთვის მამობის უფლების ჩამორთმევას. ამტკიცებდა, რომ ის შიზოფრენიკი იყო. 2015 წელს ცოლმა უჩივლა და შვილებთან მიახლოება აუკრძალა. მაგრამ სასამართლოზე ქალი აღარ გამოჩენილა – სავარაუდოდ, ქმარმა არ გამოუშვა. მას მერე კავშირზე აღარ გამოსულა…
როგორც ახლობლები ამბობენ, მკვლელი სექტაში იყო. ამჟამად ძიება მიმდინარეობს.

წყარო: http://www.mshoblebi.ge

Comments

comments