რა ხდება კუმისში – უცნობი პირი ღამით სახლებში შედის და ადგილობრივებს აშინებს

293
SHARE

კუმისელები სოფელს ტოვებენ. ადგილობრივების განცხადებით, უკვე რამდენიმე კვირაა, უცნობი პირი ღამის საათებში სახლებში შედის და ოჯახებს აშინებს. ბავშვების და ქალების ნაწილი სხვა სოფელში გადაიყვანეს, მამაკაცებს კი ღამის საათებში მორიგეობა აქვთ დაწესებული.
უცნობმა მამაკაცმა ბოლო 3 დღის განმავლობაში 5 ოჯახში შეძლო შესვლა. ადგილობრივებმა ინფორმაცია სამართალდამცავებს პირველივე დღიდან მიაწოდეს. ძებნის პროცესში ჩართულია რწმუნებულიც, თუმცა მას თანასოფლელების მონათხრობის არ სჯერა.
სამართალდამცველებთან ერთად 40 წლამდე ნიღბიან მამაკაცს მოსახლეობაც ეძებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები მთელი ღამე მორიგეობენ, ჯერჯერობით კვლავ უცნობია, ვინ აშინებს სოფელში ოჯახებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობის გამოკითხვას 2 კვირაზე მეტია, აწარმოებენ, თუმცა აღიძვრება თუ არა საქმე, უცნობია.

Comments

comments