რა შემთხვევაში ექნება ქალს კარგი ოჯახი – ქორწინებამდელი ტრადიცია, რომელიც შეგაძრწუნებთ

277
SHARE

 

ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ რომ ქალი სუსტი სქესია, რომელსაც მამაკაცი უნდა გაუფრთხილდეს, გაანებივროს. ამის გამო არცერთი ღირსეული მამაკაცი ქალზე ხელს არ აწევს. თუმცა ამაში შეიძლება ეჭვიც კი შეგეპაროთ, როდესაც ეთიოპიის ტომის „ხამერის“ ტრადიციების შესახებ გაიგებთ. ყველაზე უცნაური კი ამაში ისაა რომ ტომის ყველა გოგო ჩქარობს ერთ-ერთ ტრადიციულ სასტიკ რიტუალში მონაწილეობა მიიღოს, მიუხედავად იმისა რომ მათ ამ დროს საშინელი ტკივილის ატანა უწევთ.

„ხამერში“ ქალს მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს, ის მხოლოდ ბავშვის გასაჩენად სჭირდებათ. თუ ქალს ბავშვის გაჩენა არ შეუძლია მამაკაცი სხვა ქალზე ქორწინდება, ამ დროს „ძველი ცოლი“ ახალს მოწინააღმდეგედ არ აღიქვამს, უფრო პირიქით ის მის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას ასრულებს. მამაკაცმა დაოჯახებამდე აუცილებელია ერთი უცნაური გამოცდა ჩააბაროს. ის ძროხის ზურგზე უნდა დადგეს და ასე შეძლოს გარბენა საქონელთან ერთად. ეს ტრიუკი მან სამჯერ უნდა გაიმეოროს რომ თავისი სიძლიერე დაამტკიცოს. მას შემდეგ რაც ტომის წევრები მის ძალაში დარწმუნდებიან მას უკვე ქორწინების უფლება აქვს, თუმცა მანამდე სანამ ამ გამოცდას ჩააბარებს ის თავის მომავალ ცოლს ირჩევს.

ქორწილის წინ გამოცდა, რომელიც ქალმა უნდა ჩააბაროს ბევრად მძიმეა. ითვლება რომ გასათხოვარი გოგო რაც მეტ ტკივილს აიტანს ქორწილის წინ, მით მეტად ტკბილი იქნება მისი ოჯახური ცხოვრება ქორწილის შემდეგ. საინტერესოა ის ფაქტი რომ გოგონას ამ რიტუალში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მაშინ აქვს თუ მას ოჯახში უკვე ზრდასრული ძმა ჰყავს. იმ შემთხვევაში თუ მას ოჯახში მამაკაცი არ ჰყავს, (რაც თითქმის არ ხდება) მთელი ცხოვრება გაუთხოვარი რჩება. რიტუალის დროს მამაკაცები ძლიერად სცემენ გოგოს და მანამდე არ ჩერდებიან სანამ ძალაგამოცლილი უგონოდ არ დაეცემა მიწაზე. ამის შემდეგ მას ჭრილობებს უშუშებენ და საქორწილოდ ამზადებენ.

2 3 4 5 6 7 1

FB კომენტარები

კომენტარი