რა შედეგით დასრულდა ლომინაძის ოპერაცია თურქეთში და როგორია მეუღლის მდგომარეობა – ინფორმაცია თურქეთიდან

95
SHARE

21 ივნისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბეს, გიორგი ლომინაძეს და მის მეუღლეს, ნუცა გუნცაძეს ისევ ესაჭიროებათ დახმარება:
გიორგი ლომინაძის მეგობრები მორიგ განცხადებას ავრცელებენ:
“მეგობრებო, გიოს ოპერაცია დასრულდა. გაუკეთდა მარჯვენა ფეხზე და ყველაფერმა კარგად, გართულებების გარეშე ჩაიარა. წინ აქვს კიდევ 1-2 ოპერაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი.
რაც შეეხება ნუცას მდგომარეობას, მასაც აღმოაჩნდა ბაქტერია და მძიმე ანტიბიოტიკური მკურნალობა მიმდინარეობს.
ტომოგრაფიაზე გამოჩნდა, რომ ფუძის ძვლის შეხორცხება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ხოლო პარალიზებულ მარცხენა მხარეს (იგულისხმება ხელ-ფეხის მოძრაობა და მხედველობა) სჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, მაგრამ ეს უკვე იცით, რომ საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასე რომ, ჩვენზე ბევრი რამ არის ახლა დამოკიდებული, ნუციკო ფეხზე უნდა დავაყენოთ!
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800;
მიმღები:დავით ლომინაძე. ან დავრეკოთ შემდეგ ნომერზე – 0901701140. ზარის ღირებულება – 1 ლარი“.

FB კომენტარები

კომენტარი