რა ღირს მიმტანის პროფესია საქართველოში და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული

1475
SHARE

როგორია პროფესია მიმტანობა საქართველოში და რა სირთულეებთან არის იგი დაკავშირებული? ჟურნალმა “გზამ” 22 წლის მარიამ ჟამუტაშვილი ჩაწერა, რომელიც სკოლის დასრულების შემდეგ მიმტანად მუშაობს. გთავაზობთ ინტერვიუს:

– 5 წე­ლია, მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სამ­სა­ხუ­რი მჭირ­დე­ბო­და. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა მინ­დო­და. ბავ­შ­ვო­ბა­ში, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ებს ვკითხუ­ლობ­დი და უმ­რავ­ლე­სო­ბა წი­ნათ მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. ამ სა­კითხს ჩა­ვე­ძიე და მივ­ხ­ვ­დი: მსა­ხი­ობს სი­თა­მა­მე, ხალ­ხ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს. მიმ­ტა­ნო­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბას ჰგავს. ამი­ტო­მაც ავირ­ჩიე. თან, ასე ვთქვათ, ამ საქ­მით ფუ­ლიც ნორ­მა­ლუ­რად იშო­ვე­ბა. მა­ინ­ტე­რე­სებ­და სხვა­დას­ხ­ვა ღვი­ნის, კერ­ძის შეს­წავ­ლა და სა­ერ­თოდ, ამ პრო­ფე­სი­ა­ში რა რო­გორ იყო. ხალ­ხ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მჭირ­დე­ბო­და. მსი­ა­მოვ­ნებ­და, რომ ადა­მი­ა­ნებს ღი­მი­ლით ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი.

– სამ­სა­ხუ­რი რო­გორ იპო­ვე?
– გა­მი­მარ­თ­ლა, რომ მცდე­ლო­ბის პირ­ველ­სა­ვე დღეს ამიყ­ვა­ნეს.

– დამ­საქ­მებ­ლებს შენ­თან რა მოთხოვ­ნე­ბი ჰქონ­დათ?
– თავ­და­პირ­ვე­ლად შევ­თა­ვა­ზე, გა­დამ­ზა­დე­ბას გა­ვივ­ლი­დი, მათ­თან მუ­შა­ო­ბა რომ და­მეწყო. მა­თი პირ­ვე­ლი მოთხოვ­ნა იყო, რომ აუცი­ლებ­ლად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სამ­სა­ხურ­ში დრო­უ­ლად მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ა.შ. ასე­ვე, რუ­სუ­ლი და ინ­გ­ლი­სუ­რი ენა უნ­და მცოდ­ნო­და და გა­მარ­თუ­ლად მე­მეტყ­ვე­ლა, რად­გან მიმ­ტა­ნებს სტუმ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გვიხ­დე­ბა. შემ­დეგ, სერ­ვი­სი ვის­წავ­ლე, რაც მომ­სა­ხუ­რე­ბის ტერ­მი­ნებ­სა და უამ­რავ რა­მეს გუ­ლის­ხ­მობს. მე­რე მო­მინ­და, ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი მე­შო­ვა. იქ მი­სულს გა­მომ­კითხეს, სერ­ვი­სი ვი­ცო­დი თუ არა. ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში სუფ­რის სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი, თა­ვი­სე­ბუ­რი გაწყო­ბის სტი­ლი აქვთ. ყო­ველ ახალ სამ­სა­ხურ­ში ახალ-ახალ რა­ღა­ცებს ვით­ვი­სებ­დი.

– რა სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სია?
– რო­გორც გითხა­რით, მიმ­ტა­ნო­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბას ჰგავს და სირ­თუ­ლეც ამას უკავ­შირ­დე­ბა: სამ­სა­ხურ­ში მი­სუ­ლებ­მა ჩვე­ნი გან­წყო­ბი­ლე­ბა კა­რის ზღურბლს მიღ­მა უნ­და დავ­ტო­ვოთ, რად­გან რთუ­ლი დღის შემ­დეგ, რეს­ტო­რან­ში მო­სუ­ლი სტუ­მა­რი უნ­და გამ­ხი­ა­რულ­დეს, გუ­ლი გა­და­ა­ყო­ლოს და ა.შ. ჩვენს პრობ­ლე­მებს ვი­ვიწყებთ და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ვართ ორიენ­ტი­რე­ბუ­ლი. მიმ­ტანს თა­ვი­სი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან უნ­და უყ­ვარ­დეს, რად­გან თა­ვად თუ არ და­ა­ფა­სა, სხვა არ და­ა­ფა­სებს. სა­ერ­თო­დაც, საზღ­ვარ­გა­რეთ მიმ­ტა­ნო­ბა ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სია გახ­ლავთ. უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც აფა­სე­ბენ, მაგ­რამ რო­ცა მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე, მა­შინ ჩე­მი თა­ნა­ტო­ლე­ბი ამ სფე­რო­ში დი­დად არ იყ­ვ­ნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი.

– რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნე, მე­ნე­ჯე­რი თუ სტუ­მა­რი უსა­მარ­თ­ლოდ მოგ­პყ­რო­ბია?
– სტუმ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მსგავს შემ­თხ­ვე­ვას ვერ ვიხ­სე­ნებ. ამ პრო­ფე­სი­ას ძა­ლი­ან ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­ის ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან იოლად “გა­მოძ­რო­მა” უნ­და შე­გეძ­ლოს. ალ­ბათ, ეს მეხ­მა­რე­ბო­და, რომ არც ერთ სტუ­მარ­თან პრობ­ლე­მა არ შემ­ქ­მ­ნია, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია და მე­ა­მა­ყე­ბა. უფ­რო­სებს რაც შე­ე­ხე­ბათ, პა­ტარ-პა­ტა­რა უთან­ხ­მო­ე­ბა ყო­ფი­ლა, მაგ­რამ რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი გარ­კ­ვე­უ­ლა, სი­ტუ­ა­ცია დამ­შ­ვი­დე­ბუ­ლა. სა­დაც კი მი­მუ­შა­ვია, ყველ­გან კარ­გად მიც­ნო­ბენ და მგო­ნი, ვუყ­ვარ­ვარ კი­დეც.

– რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ახ­სე­ნე. რა სირ­თუ­ლე­ებს გუ­ლის­ხ­მობ?
– მა­გა­ლი­თად, მიმ­ტანს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მაქვს “პო­ზი­ცი­ა” – და­ახ­ლო­ე­ბით, 10 მა­გი­და. ამ 10 მა­გი­დი­დან 1 სა­ათ­ში 6 მა­გი­და შე­ივ­სო. ერ­თის შეკ­ვე­თა უნ­და მი­ი­ღო, მზა­რე­უ­ლებს გა­დას­ცე, შეკ­ვე­თა წა­მო­ი­ღო, მე­ო­რე შეკ­ვე­თა მი­ი­ღო, მე­სა­მე… თან, სუფ­თად და ლა­მა­ზად უნ­და მო­ემ­სა­ხუ­რო. ეს დიდ სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა გა­მოც­დი­ლი მიმ­ტა­ნე­ბი კარ­გად უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან და რეს­ტორ­ნი­დან სტუ­მა­რიც კმა­ყო­ფი­ლი მი­დის.

– მიმ­ტა­ნებს ერ­თ­მა­ნეთ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ? ე.წ “ჩა­ის” რო­გორ ინა­წი­ლებთ?
– არის რეს­ტორ­ნე­ბი, სა­დაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი “ჩა­ი­ა” ანუ “ჩე­მი” მა­გი­დის სტუ­მა­რი რა თან­ხა­საც და­მი­ტო­ვებს, ის მხო­ლოდ ჩე­მია, მაგ­რამ ზოგ რეს­ტო­რან­ში “ჩა­ის” ყუთ­ში ვყრით, დღის ბო­ლოს კი შეგ­რო­ვე­ბულ თან­ხას ყვე­ლა­ნი ვი­ნა­წი­ლებთ. მარ­თა­ლია, გუ­ლის სიღ­რ­მე­ში, ერ­თ­მა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი იმის­თ­ვის ვმუ­შა­ობთ, რომ სტუ­მა­რი რეს­ტორ­ნი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი წა­ვი­დეს. რა­კი ჩვენს პრო­ფე­სი­ას პა­ტივს ვცემთ, ვცდი­ლობთ, საქ­მე ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ვა­კე­თოთ. ერ­თ­მა­ნეთს ხელს ვუწყობთ.

– მიმ­ტანს ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი გაქვს?
– ბო­ლო დროს, ძი­რი­თა­დად, “მოძ­რა­ვი” ხელ­ფა­სე­ბი მაქვს, რად­გან პა­რა­ლე­ლუ­რად, ვსწავ­ლობ და მხო­ლოდ გარ­კ­ვე­ულ დღე­ებ­ში ვმუ­შა­ობ. რო­გო­რი ხელ­ფა­სი გა­მომ­დის, მეც არ ვი­ცი. სამ­სა­ხურ­შიც ხელს მიწყო­ბენ. გა­მოც­დებს რომ ჩა­ვა­ბა­რებ, ისევ სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით ვი­მუ­შა­ვებ.

– მიმ­ტა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი რამ­დე­ნია?

– რეს­ტო­რანს, მიმ­ტა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას გა­აჩ­ნია. ხან­და­ხან დღე­ში 60-70 ლა­რი გა­მომ­დი­ო­და. ამას პლუს “ჩა­ი”. ამი­ტომ, ვი­საც მუ­შა­ო­ბა “უტყ­დე­ბა”, მათ მო­ვუ­წო­დებ, რომ ჯო­ბია, იმუ­შა­ონ, რად­გან ბევრ რა­მეს ის­წავ­ლი­ან… ზოგ რეს­ტო­რან­ში “მოჭ­რი­ლი” ხელ­ფა­სია.

– დღე­ში 70 ლა­რი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი გა­სამ­რ­ჯე­ლოა თუ ამა­ზე მე­ტიც მი­გი­ღია?
– სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მე­ტიც ყო­ფი­ლა. ასე­თი სას­წა­უ­ლი დღე იყო, რო­ცა 150 ლა­რი ავი­ღე, პლუს – “ჩა­ი” (შე­იძ­ლე­ბა, ერ­თ­მა სტუ­მარ­მა 100-200 ლა­რი და­გი­ტო­ვოს). ვი­ცი, რომ მიმ­ტა­ნებს უფ­რო მე­ტიც აუღი­ათ. ვოც­ნე­ბობ, ამე­რი­კა­ში (ნიუ-იორ­კ­ში ან ლოს-ან­ჯე­ლეს­ში) ვი­მუ­შაო და იქ კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში ვის­წავ­ლო. ამე­რი­კა­ში მიმ­ტა­ნებს გა­სამ­რ­ჯე­ლო თვე­ში 10-12 ათა­სი დო­ლა­რი გა­მოს­დით. ეს ძა­ლი­ან დი­დი თან­ხაა.

– მიმ­ტა­ნე­ბის მა­ნე­რებ­ზე, მომ­სა­ხუ­რე­ბის ტექ­ნი­კა­ზე გვე­სა­უბ­რე..
– კლა­სი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის მა­ნე­რე­ბი და ტექ­ნი­კა აუცი­ლე­ბე­ლია. ალ­ბათ, ფილ­მებ­შიც გი­ნა­ხავთ, რომ მიმ­ტანს ხე­ლი უკან, ბე­ჭებ­ზე აქვს მი­დე­ბუ­ლი, მე­ო­რე ხე­ლი კი – მუ­ცელ­თან. მა­გა­ლი­თად, რო­ცა სტუ­მარს წი­თელ ღვი­ნოს უს­ხამ, ამა­საც თა­ვი­სი მა­ნე­რა აქვს, ისე­ვე, რო­გორც – ბოთ­ლის გახ­ს­ნას, ჭი­ქი­სა თუ თეფ­შის და­ჭე­რას. მიმ­ტა­ნი ამ ტექ­ნი­კას აუცი­ლებ­ლად უნ­და ფლობ­დეს. მი­მაჩ­ნია, რომ ოფი­ცი­ან­ტის სა­მუ­შაო პა­ტა­რა თე­ატ­რია.

– ბა­თუმ­ში მუ­შა­ო­ბა უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლია თუ თბი­ლის­ში?
– სა­ერ­თოდ – თბი­ლის­ში, მაგ­რამ ზაფხულ­ში – ბა­თუმ­ში მირ­ჩევ­ნია, რად­გან ამ დროს თბი­ლი­სი ხალ­ხის­გან და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია. თან, ბა­თუმ­ში, რეს­ტო­რან­ში უცხო­ე­ლე­ბი შე­მო­დი­ან და უცხო ენის ცოდ­ნის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვაც არ­სე­ბობს. ბევრ ამე­რი­კელს, ინ­გ­ლი­სელს შევ­ხ­ვედ­რი­ვარ, თუმ­ცა უფ­რო მე­ტად, უკ­რა­ი­ნე­ლი და რუ­სი ტუ­რის­ტე­ბი შე­მო­დი­ან.

– უცხო­ურ რეს­ტორ­ნებ­ში გი­მუ­შა­ვია?
– არა, მაგ­რამ ევ­რო­პულ-ქარ­თულ რეს­ტორ­ნებ­ში მი­მუ­შა­ვია. ჩემ­თ­ვის სამუშაოდ კლა­სი­კუ­რი რეს­ტო­რა­ნი უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლია, ვიდ­რე პრე­მი­უმ­კ­ლა­სის. კლა­სი­კურ­ში ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ გათ­ვ­ლი­ლია და ამი­ტომ მუ­შა­ო­ბა შე­და­რე­ბით იოლია, თუმ­ცა ზოგს პრე­მი­უმ­კ­ლა­სი ურ­ჩევ­ნია, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, იქ უფ­რო მა­ღა­ლი გა­სამ­რ­ჯე­ლო იყოს – უფ­რო მე­ტი ხალ­ხი მოძ­რა­ობს…

– მიმ­ტა­ნის პრო­ფე­სი­ა­ში ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი არ­სე­ბობს?
– არის რეს­ტორ­ნე­ბი, სა­დაც უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი მიმ­ტა­ნად არ სურთ. პი­რა­დად მე, მა­გა­ლი­თად, 70 წლის მიმ­ტა­ნი (რო­მელ­საც კლა­სი­კურ რეს­ტორ­ნებ­ში შეხ­ვ­დე­ბით) ძა­ლი­ან მხიბ­ლავს, რად­გან მას დი­დი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

– მსა­ხი­ო­ბო­ბა ხომ არ გა­და­ი­ფიქ­რე?
– არა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და, მაგ­რამ ჩე­მი სამ­სა­ხუ­რის დახ­მა­რე­ბით, ნელ-ნე­ლა მო­ვაგ­ვა­რე. დე­და ავად მყავ­და (ახ­ლაც ავად არის) და უფ­რო მე­ტად, ამის გა­მო ვმუ­შა­ობ­დი. სწავ­ლას დრო ვერ და­ვუთ­მე, მაგ­რამ პი­ე­სებს ვწერ­დი, ახ­ლაც ვწერ. მიმ­ტა­ნის პროფესია წე­რა­შიც და­მეხ­მა­რა: პი­ე­სებ­ში ჩემ მი­ერ ნა­ნა­ხია ასა­ხუ­ლი, გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით. წელს, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­სა­ხი­ო­ბო და რე­ჟი­სუ­რის ფა­კულ­ტეტ­ებზე ვა­ბა­რებ. ვნა­ხოთ, რო­მელ­ზე გა­მი­მარ­თ­ლებს.

წყარო:gza.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი