რა ქონებას ფლობს საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა

528
SHARE

არაბული სამყაროს ყველაზე შეძლებული ადამიანი და ამავე დროს საუდის არაბეთის პრინცი თბილისშია. საქართველოში, საინვესტიციო გარემოს გასაცნობად, პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა. მის ვიზიტს ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და, ცხადია, ხელსიუფლება პრინცის საქართველოს პოტენციალით დაინტერესებას ცდილობს. მცდელობამ შედეგი უკვე გამოიღო, რადგან პრინცმა საქართველოში ფულის ჩადების სურვილი გამოთქვა. საუდის არაბეთის პრინცს დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა, რისთვისაც პრინცმა ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა.

საუდის არაბეთის პრინცი, “ფორბსის” მონაცემებით, 22 მლრდ დოლარზე მეტს ფლობს. თუმცა თავად ის ამ მონაცემებს არ აღიარებს და ირწმუნება, რომ ბევრად მეტი ფული აქვს, ვიდრე “ფორბსს” ჰგონია.

60 წლის პრინცი დაწვრილვშვილებული, თუმცა ამ დროისთვის დასაოჯახებელია. ის საუდის არაბეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანია. სხვადასხვა მონაცემებით, მისი ქონება 30 მლრდ დოლარადაა შეფასებული. ალ ვალიდ ბინ ტალალი 58 კერძო იახტას და ათობით თვითმფრინავს ფლობს. საჰაერო ტრანსპორტის ინტერიერი მთლიანად ოქროსგან დაამზადებინა. თავად პრინცის საქმიანობაც შავ ოქროს უკავშირდება. ცნობილი მილიარდერი ნავთობმაგნატია. უყვარს ძვირადღირებული ავტომობილები, თუმცა არც ისეთ იაფ ტრანსპორტზე ამბობს უარს, როგორიც ველოსიპედია. არც ისე გახსნილი სახელმწიფოს პრინცი სინამდვილეში საკმაოდ ღიაა, ღიაა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც და მოსფლიოსთვისაც. აქტიურია სოციალურ ქსელში, ხშირად პოსტავს “ტვიტერზე” და მისი აქციების მფლობელიცაა.

ალ ვალიდ ბინ ტალალი უმსხვილესი კომპანიების მოწილეა. ფლობს “ნიუს კორპის” და სამასამდე უმსხვილესი სასტუმროს წილს. პრინცი ყველაზე ცნობილი ინვესტორი და ქველმოქმედია. სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ბევრ ქვეყანაში სასურველი და საპატიო სტუმარია.

დღევამდელი ვიზიტის ფარგლებში პრინცი საქართველოს პრემიერს, მინისტრებსა და პრეზიდენტს შეხვდა.

“ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მას შემდეგ, რაც შევხვდი პრემიერ-მინისტრს. პრეზიდენტმა მოკლედ მიამბო საქართველოს ისტორიის შესახებ, ასევე გვესაუბრა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პრეზიდენტთან

და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებმა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალში კიდევ უფრო განვამტკიცებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას საქართველოსა და საუდის არაბეთს, ასევე ჩემს კომპანიასა და ამ დიდებულ ქვეყანას შორის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საუდის არაბეთის პრინცმა.

ახალი მოქალაქე ქვეყანას ახლა უფრო ხშირად ესტუმრება.

წყარო:http://www.ambebi.ge

Comments

comments