რა ფორმაში აპირებს ჰელოუინზე მისვლას ჰილარი კლინტონი

149
SHARE

აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატ ჰილარი კლინტონის ხუმრობა, რომელიც ჰელოუინს უკავშირდება, ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. კლინტონმა მის ახალ წიგნთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იხუმრა, რომ დღეს, ჰელოუინზე მისვლას პრეზიდენტის ფორმაში აპირებს. თუმცა, კლინტონს არ დაუკონკრეტებია, პრეზიდენტ ტრამპს გულისხმობდა თუ საკუთარ პერსონას.
ამავე დროს, თეთრ სახლში უკვე მოემზადნენ ტრადიციული დღესასწაულისთვის. შენობა გახვეულია ობობის ქსელებში და მასზე უზარმაზარი ობობებია დამაგრებული. შესაბამისი ვიდეო აშშ-ს პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში გააზიარა, სადაც ჩანს თუ როგორ ურიგებს ის ფორმებში გამოწყობილ ბავშვებს ტკბილეულს საგანგებოდ მორთული თეთრი სახლის წინ.

FB კომენტარები

კომენტარი