რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა – 12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

90
SHARE

ვერძი : თუ არავინ გაგაკონტროლებთ და თავზე არ დაგადგებათ, უკეთ შეასრულებთ ვალდებულებებს. მარტივად დაამარცხებთ კონკურენტებს, კომპიუტერული თამაშების დროსაც კი.

კურო : ბინაში, სამსახურსა და პირად ურთიერთობებში რევოლუციის დღეა. ზოგიერთი საბავშვო ოთახის ან მისაღების რემონტს გადაწყვეტს.

ტყუპი : ფლირტის, შეხვედრებისა და საუბრების დღეა როგორც მეგობრებთან, ისე – საქმიან პარტნიორებთან. შემთხვევითი ნაცნობობა შეიძლება, დიდ მეგობრობაში გადაიზარდოს. საღამოს კინოში ან კლუბში წადით.

კირჩხიბი : ყველაფერი მოიმოქმედეთ, რათა გაიუმჯობესოთ განწყობა საცხოვრებელი პირობები. მანდილოსნებმა მეტი დრო დაუთმეთ იმიჯის დახვეწას. დღეს მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ.

ლომი : შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. კარგი დღე ელით მხატვარ და კოსტიუმების დიზაინერ ნიშნებს. შეიცვალეთ გარემო, იყავით თავისუფალი.

ქალწული : კრეატიულ ნიშნებს მეტი დაფასება ელით. მარტოც კი კარგ შედეგებს მიაღწევთ მუშაობაში. ზოგიერთს კოლეგასთან ელის რომანის გაბმა. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, ის შეიძლება, ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც ერთი ნახვით მოგეჩვენათ.

სასწორი : კარგი დღე ელით კომუნიკაციისა და სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს. აგრეთვე, დღესასწაულების მომწყობებს. ერთი ნახვით შეყვარება და ახალი გატაცება გელით.

მორიელი : ენერგიული და უშიშარი ხართ. დაისახეთ ახალი მიზნები და იბრძოლეთ მათ განსახორციელებლად. შეიძლება, ახალი დამხმარე, კოლექტივში ახალი თანამშრომელი მიიღოთ.
მეტი დრო დაუთმეთ რომანტიკას, ბავშვებთან ურთიერთობას.

მშვილდოსანი : იმედით აღსავსე ხართ, რომ ყველაფერი გამოგივათ და ასეც არის. აზარტით შეუდგებით ახალი იდეების განხორციელებას. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობების გასავითარებლად. ზოგიერთს უცხო კულტურის მქონე ადამიანთან ელის რომანის დაწყება.

თხის რქა : უამრავი საქმე გაქვთ შესასრულებელი. აგრეთვე, ახალი პროექტები კოლეგებთან ერთად განსახილველი. ეცადეთ, არ აიღოთ ახალი ვალი და არ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები. აგრეთვე, ზომიერება გმართებთ ხუმრობისას. რთულ მომენტებში ალალ-მართალი უნდა იყოთ სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც.

მერწყული : თქვენი ნათქვამი და შესრულებული საქმე კარგ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, თავისუფალ გარემოში იმუშაოთ. მეტი დრო დაუთმეთ საორგანიზაციო და პროფესიული პრობლემების მოგვარებას.

თევზები : დღეს არ უნდა იზარმაცოთ და ნებისმიერ ვითარებაში პოზიტივზე გაამახვილოთ ყურადღება. ზოგიერთს შეიძლება, ექიმთან ვიზიტი დასჭირდეს.

FB კომენტარები

კომენტარი