რა უნდა გავაკეთოთ, თუ სადმე დაშავებულ ცხოველს შევნიშნავთ, ან მანქანით დავეჯახებით – “დაუშვებელია ინდივიდუალური მოქმედება”

268
SHARE
A man kneels at the body of a dog killed when it was hit by his car on a busy city street during rush hour. Sitting in the car crying is the dog's owner.

ბოლო პერიოდში ცხოველებზე ძალადობა გახშირდა. ასევე, გაიზარდა საგზაო შემთხვევებისას დაშავებული ცხოველების რიცხვი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები არ არიან კომპეტენტურები, საჭირო მომენტში მოქმედებისას.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში „კვირა+“ თაკო აბაშიძეს გაესაუბრა, რომელმაც დაწვრილებით ილაპარაკა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მანქანით ცხოველს დაეჯახება.
„პირველად ავტომობილის მძღოლმა უნდა დარეკოს 112-ში. ისინი გადაამისამართებენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ცხელ ხაზთან, გაუწევენ პირველად დახმარებას და დაშავებულ ცხოველს საჭირო ადგილას გადაიყვანენ“, – განაცხადა თაკო აბაშიძემ.
ასევე დაუშვებელია ინდივიდუალური მოქმედება, რადგან უკეთესია დაუყონებლივ კომპეტენტური ადამიანი ჩაერთოს საქმეში.
„მძღოლმა მანქანაში დაშავებული ცხოველი თვითონ რომ ჩასვას, არ არის რეკომენდებული. როდესაც ადამიანმა არ იცის როგორ მოიქცეს ცხოველთან, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ კვალიფიციურმა ვეტერინარმა მიხედოს. ამიტომ სჯობს, არ მოვკიდოთ ხელი, დავრეკოთ 112-ში და მოვლენ ის ადამიანები, რომელთაც აქვთ ასეთ საქმეში საკმარისი გამოცდილება“, – დაამატა თაკო აბაშიძემ.
მოქალაქეებს 112-ის გარდა, შეუძლიათ დარეკონ ცხელი ხაზზე , სადაც უზრუნველყოფენ დაშავებული ცხოველების უსაფრთხოებას.
„თუ მოქალაქემ ასეთ შემთხვევაში 112-ში არ დარეკა, მას კანონი არ სჯის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვერ არეგულირებს ამ ფაქტს, ასე რომ, ადამიანის კეთილგონიერებაზე და მის სინდისზეა დამოკიდებული. მხოლოდ ცხოველის პატრონს შეუძლია გამოიძახოს პატრული. „ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს“ ასეთ საკითხებზე რეაგირების საშუალება არ აქვს. თუ 112-ში ვერ დარეკა ადამიანმა, რაც არც თუ ისე ძნელია, შეუძლია ისარგებლოს ჩვენი ცხელი ხაზით 2 42 14 24 . 112 არის დამაკავშირებელი რგოლი ჩვენსა და დაზარალებულს შორის, ის უბრალოდ კომუნიკაციაში გვეხმარება საზოგადოებასთან“, – განაცხადა თაკო აბაშიძემ.

FB კომენტარები

კომენტარი