რა უნდა გააკეთოს თვითმფრინავის მგზავრმა კორონავირუსისგან თავის დასაღწევად

355
SHARE
Health workers in protective suits check the condition of a passenger on an airplane that just landed from Changsha, a city in a province neighboring the center of coronavirus outbreak Hubei province, in Shanghai, China January 25, 2020. REUTERS/David Stanway

ახალმა კორონავირუსმა – Covid-19, რომელმაც ეპიდემიის სახე მიიღო ბევრი მგზავრი დააფრთხო.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) გარკვეულ კითხვებზე პასუხები გამოაქვეყნა: თუ რა რისკები არსებობს ამ მხრივ ფრენისას და ასევე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი.

IATA-ში განმარტავენ, რომ ვირუსით დაინფიცირების რისკები თვითმფრინავში უფრო დაბალია ვიდრე ოფისებსა და მაღაზიებში. რისკის დაბალ დონეს კი ჰაერის ფილტრები HEPA ქმნიან, რომლებიც მიკრობების 99.9%-ს ბლოკავენ. ანალოგიური სისტემები გამოიყენება ასევე, თანამედროვე საოპერაციოებში.

თვითმფრინავში ნიღბის მორგება რეკომენდირებულია მაშინ, თუ კი მგზავრი თავს ცუდად გრძნობს. ამ შემთხვევაში ინფექციის გავრცელება ალბათობა მცირდება.

მაგრამ თუ მგზავრი ჯანმრთელია ნიღბის ხანგრძლივმა გამოყენებამ, შესაძლოა პირიქით მისი დაინფიცირება გამოიწვიოს, რადგანაც ნიღაბი თანდათან სველდება და მრავალი ინფექციის წყარო ხდება.

IATA ასევე ხაზს უსვამს სხვა ადამიანებთან კონტაქტის თავიდან აცილებას და ასევე ხელების საფუძვლიანად დაბანას. დაუშვებელია ასევე, დაუბანელი ხელებით სახეზე შეხება.

მოგზაურობისას სასურველია ასევე დეზინფექციის ჩატარებაც, ასე მაგალითად სხვადასხვა ნივთების, რასთანაც შემხებლობა გვექნება, სპორტით გაწმენდა.

წყარო – GHN

FB კომენტარები

კომენტარი