რა სქემით მოქმედებდნენ თაღლითები – “მეტრომანის” საქმე”

146
SHARE

პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, რომელიც „მეტრომანის“ სამგზავრო ბარათების მეშვეობით თანხებს უკანონოდ ითვისებდა.

როგორ მუშაობდა სქემა: ორი პიროვნება გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, თავის “ჰაკერულ” უნარ-ჩვევების გამოყენებით, მოქალაქეების “მეტრომანის” ბარათების მონაცემებში შეაღწევდნენ და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას ახერხებდნენ. მესამე პირის საქმე მოქალაქეების მოძიება და მათთან დაკავშირება იყო. აღნიშნული “მეტრომანებით” მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე. ასევე, რიგ შემთხვევებში ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის შესრულებასაც.

ვინ არის დაზარალებული: ზარალის დეტალური დაანგარიშება, ჯერჯერობით, არ დასრულებულა, თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი. ზარალი მიადგა ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე – იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ.

სასჯელი: გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

FB კომენტარები

კომენტარი