რა სიურპრიზს უმზადებს თაყვანისმცემლებს თამო ვაშალომიძე?

173
SHARE

ცნობილი ქართველი მოდელი, თამო ვაშალომიძე, საზოგადოებას სულ უფრო ხშირად აოცებს, ის თამამ ნაბიჯებს არ ერიდება და შესაბამისად აქტუალურობასაც არ კარგავს. სულ ცოტა ხნის წინ, თამომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც გუდაურში არის გადაღებული. ვაშალომიძე ვიდეორგოლში ამბობს, რომ გუდაურში მორიგი ხმაურიანი პროექტისთვის იმყოფება. დეტალების გასარკვევად “მიუზიკ ბოქსი“ თამო ვაშალომიძეს დაუკავშირდა:

– გადავწყვიტე ხმაურიანი და გრანდიოზული პრომო გადამეღო, ჩემთვის, ამიტომ პირველ ლოკაციად გუდაური ავირჩიეთ. პრომოს რეჟისორი გოგიტა ჩიკვაიძე არის, ერთობლივი ნამუშევრის შექმნა, ჩემი და გოგიტას შემოქმედებითი ჯგუფის საერთო ინტერესი იყო. ეს არ იქნება ისეთი პრომო, როგორსაც ელოდებით, აბსოლიტურად განსხვავებულად წარვსდგები.

– უცხოური სააგენტოებისთვის აკეთებთ პრომოს?

– არა, რისთვის გადავწყვიტე პრომოს გადაღება, საიდუმლოდ დავტოვებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეს ისეთი ხარისხის ნამუშევარი იქნება, როგორსაც ბიონსე სთავაზობს თაყვანისმცემლებს.

– როდის მიემგზავრებით საოპერაციოდ თურქეთში?

– დაახლოებით თვენახევარში წავალ, ჩემზე მეტად არავის უნდა იქ წასვლა, მაგრამ ჯერ საქმეები მაქვს აქ.

წყარო:http://musicbox.ge

FB კომენტარები

კომენტარი