რა სახის საჩუქრები უნდა შევარჩიოთ დამდეგი ახალი წლისთვის?

76
SHARE

მართალია, წინასაახალწლო თვეს დეკემბერს ჯერაც ზღურბლზე უდგას ფეხი, მაგრამ ჩვენ უკვე წინასწარ ვიჭერთ თადარიგს ახალი წლის შესახვედრად. ამჯერად სტატიების ციკლს წითელი მაიმუნის გულის მოგებასთან დაკავშირებული რჩევების შესახებ, იმ საჩუქართა სიაც შეემატება, რომლითაც დამდეგ 2016 წელს უნდა გავახაროთ ჩვენი ახლობლები.

მაშ ასე, როგორი საჩუქრები შევარჩიოთ დამდეგ მაიმუნის წელს?

ასტროლოგები თვლიან, რომ მაიმუნის საყვარელი სფერო ტექნიკაა. ამიტომ წლევანდელი წლის მიწურულს საახალწლო საჩუქრების შერჩევისას თქვენი ვიზიტით ტექნიკის მაღაზიებს გაახარებთ. დაწყებული ავტომობილით, დამთავრებული აუდიო-ფლეერითა და სამზარეულოს კომბაინით ყველაფრის ჩუქებაა მიზანშეწონილი.

გარდა ამისა, ნებისმიერი სახის ნაკეთობა გამოგადგებათ საჩუქრად, რომელიც მეტალისგან იქნება დამზადებული, მათ შორის საიუველირო ნაწარმიც შედის და ბუხრის საჩხრეკი ჯოხიც. არანაკლებ მიზანშეწონილია ფეთქებადი და ბრჭყვიალა სუვენირების ჩუქებაც.

წლევანდელი წლის სტიქია ხომ ცეცხლი გახლავთ – შესაბამისად, მაიმუნს დეკორატიული სანთლების, გრილის ან ინკრუსტრირებული სამწვადე ჯოხების მსგავსი ნივთების ჩუქებით ძალიანაც აამებთ.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი