რა საქმეების წამოწყება არ ღირს ხვალიდან და როდემდე გაგრძელდება ეს პერიოდი – ასტროლოგიური პროგნოზი

641
SHARE

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა სოციალურ ქსელში ასტროლოგიური  პერიოდის შესახებ წერს.
“მეგობრებო, უკვე ხვალიდან იწყება პერიოდი (დაახლოებით 16 ნოემბრამდე) როცა არ ღირს შემდეგი საქმეების წამოწყება – ქორწინების რეგისტრაცია, ქირურგიული და კოსმეტოლოგიური პროცედურები (ექსპერიმენტების ჩატარება ამ მხრივ! ), მსხვილბიუჯეტიანი დაბანდებები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ყველა ზემოთჩამოთვლილ საქმიანობაში მიმდინარე პერიოდის მანძილზე ან ხელისშემშლელი ფაქტორები შეგხვდებათ, ან მომავალში მოგიწევთ რაღაცეების გადაკეთება/თავიდან დაწყება. სამაგიეროდ კარგია ყველა სახის ძველი და “დაკონსერვებული” პროექტის (მათ შორის სახელოვნებო!) განახლება, ძველი იმიჯის (თმის ფერის, ვარცხნილობის) დაბრუნება, წარსულში გაწყვეტილი რომანტიული ურთიერთობების “რეანიმირება”. წარმატებებს გისურვებთ ყველას”.- წერს ასტროლოგი.

Comments

comments