რა რისკფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ბინის შერჩევისას?

ბინის შეძენა საქართველოში ბევრ წინააღმდეგობასთან და რისკ ფაქტორთან არის დაკავშირებული. გამომდინარე მისი მაღალი ღირებულებიდან – საჭიროა კარგად დაფიქრება მის შეძენამდე, გასათვალისწინებელია უამრავი ფაქტორი. მითუმეტეს თუ ბინის შეძენას თბილისში აპირებთ.
საიდუმლო არავისთვისაა, რომ თბილისში მშენებლობის ბუმია და ბინის შერჩევისას უპირატესობას ახალ აშენებულ კორპუსებს ანიჭებენ, თანაც არჩევანი ძალიან დიდია, მაგრამ არსებობს რისკები და სხვა ფაქტორები რაც შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში ეს არის ბინის ადგილმდებარეობა. სად გსურთ რომ იცხოვროთ? როგორი გარემო გსურთ? ქალაქის ცენტრალური უბნების უპირატესობა ის არის, რომ გადაადგილების პრობლემა არ არსებობს, სამსახურში, სახლში, სკოლაში – ყველგან ადვილად მიხვალ, არის კარგად განვითარებული სოციალური ინფრასტრუქტურა, მაგრამ მეორე მხრივ არ არის მშვიდი და მყუდრო გარემო. იდეალური ვარიანტია ბინა ბაღებთან და სკვერთან ახლოს, მაგალითად ვაკის პარკთან ვაკეში, ბაგებში ან ქავთარაძეზე, მაღლივ კორპუსთან – აქ მალე მეტროსადგურიც იქნება და თუ ბინას შემდგომი გაქირავების პერსპექტივით ეძებთ – ეს იდეალური ადგილია.
მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მშენებლობის ხარისხი. რამდენად უსართხოა კორპუსი და როგორი მასალით არის ის აშენებული. რა დატვირთვას უძლებს, როგორ მდგომარეობაში გხვდება ბინა – დასრულებულია თუ არა კორპუსი (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც უამრავი დაუსრულებელი კორპუსია ქალაქში დარჩენილი ახალი ინვესტორის მოლოდინში) თეთრი, შავი კარკასი, არის თუ არა ტიხრები, რა მასალის კარ-ფანჯარაა დამონტაჟებული, არის თუ არა ლიფტი და კომუნიკაციები. სჯობს ბინაში ოდნავ მეტი გადაიხადო და ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს.
ბინების (1 კვ.მ) საშუალო ფასი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე 600$-1000$-ის ფარგლებშია, მაგალითად 655$-ად შეგიძლიათ შეიძინოთ კვადრატული ქავთარაძის 19ში მდებარე ახალაშენებულ დასრულებულ კორპუსში, ხოლო ვაკეში, მეტრა პარკის ტერიტორიაზე 1 კვადრატულის მინიმალური ფასია 855$, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინას TN Group-თან შეიძენთ (ეს არ არის შუამავალი კომპანია, არის ამ ბინების მფლობელი), დეტალებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ TN Group-ს ნომერზე: 591 88 27 26 ან 591 125 521 , ხოლო ფოტოების სანახავად ეწვიეთ გვერდს: www.facebook.com/TNgroup.Sales
(R)

კომენტარები

სხვა სიახლეები