რა მოხდება, ყოველდღე 1 კოვზ თაფლიან დარიჩინს თუ შეჭამთ

457
SHARE

თაფლი და დარიჩინი – ორი უძველესი პროდუქტი, რომელსაც ტრადიციული ჩინური მედიცინა ​ აიურვედა დიდ პატივს სცემს ორივე საოცრად გემრიელი და სასარგებლოა ადამიანისთვის, თან თავიდან აგვაცილებს ნაადრევ დაბერებას. თაფლიცა და დარიჩინიც უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავენ, რაც აფერხებს ორგანიზმის დაბერების პროცესს და ხელს უშლის დაავადებების გავრცელებას, აუმჯობესებს გულის მუშაობას.
​დარიჩინიანი თაფლი განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთრის პერიოდში. ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას. ჩაამატეთ რამდენიმე სადილის კოვზი დარიჩინი თაფლიან ქილაში და დილაობით პურთან ან ორცხობილასთან ერთად მიირთვით. ეს ნარევი ებრძვის ბაქტერიულ ინფექციებს.
თაფლი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, დარიჩინი – სოკოს და ანთებსაწინააღმდეგო პროდუქტი. ისინი შველიან ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: შარდის ბუშტის ანთება, თირკმელების ინფექცია და სხვა, გეხმარებათ წონის დაკლებაში.
თუ გახდომა გსურთ, ჩაანაცვლეთ ტკბილეული დარიჩინიანი თაფლით. გარდა ამისა, დალიეთ ძილის წინ და საუზმემდე 30 წუთით ადრე, 1 ჭიქა წყლის, 1 ჩაის კოვზი თაფლისა და 1/2 ჩ/კ დარიჩინის ნარევი. ის სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს​, რაც დამტკიცებულია ხანგრძლივი კვლევით.

წყარო:http://www.marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი