რა მოხდა 13 ივნისს – მოვლენათა ქრონოლოგია

104
SHARE

თბილისში, ვერეს ხეობაში 13 ივნისს ტრაგედია დატრიალდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ვერე, სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.

მდინარე ვერეს აუზში ღვარცოფული პროცესები 23-ამდე შენაკადში განვითარდა. ვერეს, თითქმის, ყველა შენაკადი ღვარცოფული ხევია.

პირველი წყალგამტარი გვირაბი გასული საუკუნის 30-იანი წლები ააგეს. დღევანდელ გმირთა მოედანთან არსებული მდ. ვერეს ბუნებრივი კალაპოტის ადგილზე. ამ გვირაბით მტკვარში, “ლაგუნა ვერეს“ ადგილთან, ხდება მდ. ვერეს კალაპოტის განტვირთვა წყლით. მდ. ვერეს შეტბორვის გამო, ამ გვირაბის დასაწყისში, წყლის დონემ 5–7 მეტრით მაღლა აიწია, რამაც ადამიანებისა და ცხოველების დაღუპვა გამოიწვია. მეორე წყალგამტარი გვირაბი ააგეს 1959 წელს, ვაკე–საბურთალოს დამაკავშირებელი გზის გაყვანის დროს.

მდინარე, რომელსაც თბილისელები “უწყინარს” უწოდებენ, არასოდეს არ ყოფილა მშვიდი და წყნარი. თუ გადავხედავთ ქრონოლოგიას მდინარე ვერე ყოველთვის საფრთხე იყო თბილისისთვის. წარმოგიდგენთ წლების მიხედვით ქრონოლოგიას, რომელიც 1924 წლიდან დღემდე მეტყველებს იმაზე, რომ ვერე არც თუ ისე უწყინარია.

1924 წლის 13 ივნისს წყალდიდობა მდინარე ვერის კალაპოტში მსხვერპლით დასრულდა;

1940 წლის 10 მაისს სერიოზული ზარალი მიაყენა ქალაქს და მსხვერპლით დასრულდა;

1960 წლის 4 ივნისს დაიტბორა ზოოპარკის მნიშვნელოვანი ტერიტორია;

1961 წელი დაიტბორა და განადგურდა ზოოპარკის ნაწილი. დაიღუპნენ ცხოველები;

1972 წელს ღვარცოფული წყალდიდობა მოხდა;

1980 წლის 13 მაისს, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, წყნეთში დაირღვა ხელოვნური წყალსაცავის ნაგებობა, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა.

და ბოლოს, 2015 წლის 13 მაისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ვერე რომელსაც 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

FB კომენტარები

კომენტარი