რა მოხდა ირინა შეიკსა და ლედი გაგას შორის ოსკარზე და რატომ ატირდა შეიკი

172
SHARE

როგორც ყოველთვის, წლევანდელ “ოსკარების” ცერემონიაზე ბევრი საინტერესო და დასამახსოვრებელი მომენტი ვიხილეთ. მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას რომანტიკული შესრულება სიმღერის “Shallow” , რომელმაც ოსკარიც დაიმსახურა. მაყურებელს არ გამორჩენია ბრედლი კუპერის მეუღლის ირინა შეიკისა და ლედი გაგას თბილი ჩახუტება და შეიკის ცრემლებიც. სიმღერის გამარჯვებულად გამოცხადების დროს, ტოპ მოდელმა ცრემლები ვერ შეიკავა.
ცნობისთვის, ფილმის star is born გამოსვლის დღიდან აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები, რომ მთავარი როლის შემსრულებლებს ლედი გაგასა და ბრედლი კუპერს რომანი ჰქონდათ. ჭორები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ლედი გაგა საქმროს დაშორდა და ქორწილი გააუქმა. ჭორები ჭორებად დარჩა და როგორც ჩანს, მსახიობები უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.

FB კომენტარები

კომენტარი