რა მოხდა თბილისის მეტროში – “ესკალატორზე მაღლა მიმავალ ქალბატონს და მის გვერდით მდგარ ბიჭს დააკვირდით!”

3036
SHARE

ჟურნალისტი ეთერ ერაძე სოციალურ ქსელში თბილისის მეტროში მომხდარ საინტერესო ისტორიაზე საუბრობს:
“ვიცი, რომ ფოტოშედევრს ვერ გთავაზობთ, მაგრამ მეტი ვერ გადავიღე, _ მეტრომ არ მომცა ამის საშუალება. მაგრამ თუ ნერვები გეყოფათ, ესკალატორზე მაღლა მიმავალ მწვანექურთუკიან ქალბატონს და მის გვერდით მდგარ მაღალ ბიჭს დააკვირდით! საქმე ის არის, რომ ამ დილით ამ მწვანექურთუკიანმა ქალბატონმა ზუსტად ჩემს ფეხებთან ჩაიჩოქა საბურთალოს ხაზზე. მარტომ ვერ ავაყენე, ყინულივით ცივი და გადაფითრებული იყო, მთელი სხეული უცახცახებდა. ამ დროს ხალხიც მოგროვდა, ამ მაღალმა ბიჭმა ქალბატონი ლამის ხელში აყვანილი მიიყვანა კიბეებთან, პულსი გაუსინჯა და გარშემოხვეულ ხალხს მიმართა _ საშიში არაფერია, პულსი ნორმალურია, სასწრაფოს გამოძახება საჭირო არ არისო. მერე ქალბატონს რაღაცები ჩაეკითხა. მან _ მეუღლეს13 იანვარს ინსულტი მოუვიდა, იმ დღიდან არც ერთი ღამე არ მძინებია; წუხელაც გავათენე, ახლა კი სამსახურში მივდივარო. ბიჭმა, _ ალბათ მშიერიც იქნებითო და მის პასუხს არც კი დაუცადა, ისე წამოაყენა _ აუცილებლად რამდენიმე წუთით უნდა გამომყვეთ გარეთ, შიმშილს უნდა მივხედოთო! ამასობაში იქვე მდგარმა პოლიციელებმა ჰკითხეს, _ ძმაო, ექიმი ხარო? იმან კიდევ, _ ჯერ ისევ სტუდენტიო და ქალბატონი ლამის კვლავ ხელით აიყვანა ექსკალატორზე; ამ უკანასკნელსაც სხვა გზა არ ჰქონდა, უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ეს ფოტო მათ ზურგსუკან გადავიღე, _ ცხადია, გადაღებაზე უარს მეტყოდნენ, რის გამოც ახლაც ბოდიშს ვიხდი; მაგრამ არც სხვანაირად შემეძლო, _ ამ სასწაულად ლამაზი ბიჭისთვის (სხვათა შორის, _ გარეგნულადაც!) მადლობა აუცილებლად უნდა მეთქვა. და განა მარტო ერთი ადამიანის მიშველებისთვის, ზოგადად, მომავლის იმედის ჩუქებისთვისაც! ყველაფერი კარგად გვექნება!“,- წერს ეთერ ერაძე.

FB კომენტარები

კომენტარი