რა მოუვიდა სპორტსმენი ქალის მკერდს, როდესაც სილიკონი გასკდა

111
SHARE

ამერიკელმა რესტლერმა ქალმა შარლოტ ფლერმა აღიარა, რომ ერთი თვის წინ გამსკდარი სილიკონის მკერდის გამო რთული ოპერაციის გაკეთება მოუწია.
მომხდარის შესახებ მან ამერიკულ სატელევიზიო შოუში მოყვა.
შარლოტ ფლერმა ისაუბრა ტრავმაზე, რომელიც ბრძოლის დროს მიიღო. მისი თქმით, მან მკერდში დარტყმა მიიღო და იგრძნო, რომ შიგნით თითქოს რაღაც გასკდა. რესტლერს ეგონა, რომ ამ პრობლემის მოგვარება უბრალოდ იმპლანტის შეცვლით შეიძლებოდა, თუმცა ყველაფერი ასეთი მარტივი არ აღმოჩნდა.
რამდენიმე თვის განმავლობაში მას მკერდის ტკივილი კვლავ აწუხებდა, ის მიზეზის გასარკვევად ექიმთან მივიდა. აღმოჩნდა, რომ სილიკონმა გამსკდარი იმპლანტებიდან გაჟონა და ის მის მკერდსა და იღლიებში თავისუფლად „ცურავს“. სპორტსმენს კიდევ ერთი ბევრად უფრო სერიოზული ოპერაციის გაკეთება მოუწია. ექიმებმა მისი მკერდიდან სილიკონის ნაწილები ამოიღეს. ამის მიუხედავად 32 წლის სპორტსმენი არ ნანობს რომ მკერდის გადიდების ოპერაცია გაიკეთა. მისი თქმით, ამის შესახებ მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ის რინგზე დაბრუნებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

FB კომენტარები

კომენტარი