რა მოთხოვნები აქვს საცოლის მიმართ კახელ სასიძოს – “იყოს არაქალიშვილი, მთავარია მასხრად არ იყოს აგდებული”

2171
SHARE

კახელი სასიძოს ინტერნეტში მონაცემების გავრცელების შემდეგ, 5 ადამიანი გამოეხმაურა, მაგრამ ბატონი გელას გემოვნებაში არცერთი მათგანი არ ჩაჯდა.
მისი თქმით ოჯახის შექმნისთვის არცერთი არ “გამოდგებოდა”. “კვირა+”-ის კითხვას, არაქალიშვილს თუ მოიყვანდა ცოლად, კახელმა სასიძომ თანამედროვე პასუხი გასცა და განაცხადა, რომ ქალმა 39 წლის ასაკში მთვარია ოჯახი შეუქმნას და არაქალიშვილობა ხელს არ შეუშლის.
“იყო გამოხმაურებები, 5 ადამიანი გამომეხმაურა, მაგრამ ოჯახის შექმნისთვის არცერთი გამოდგებოდა. არაქალიშვილს მოვიყვან, ასაკში ვარ უკვე, 77-იანი ვარ, ოჯახი შემიქმნას და პრობლემა არაა, მთავარია სამასხარაოდ არ იყოს აგდებული”, – განუცხადა “კვირა +”-სს გელა წულიკაშვილმა.
გელა წულიკაშვილი 1977 წელს არის დაბადებული, ის წარმოშობით კახეთიდანაა და 39 წლის ასაკში ოჯახის შექმნის მიზნით ინტერნეტში საკუთარი მონაცემები გაავრცელა.

FB კომენტარები

კომენტარი