რა მიმართულებით იძახებენ ტაქსის თბილისში ყველაზე ხშირად

283
SHARE

,,მაქსიმის” სპეციალისტებმა მოამზადეს სტატისტიკა, სადაც ნაჩვენებია, თუ რა მიმართულებით იძახებენ ყველაზე ხშირად ტაქსის თბილისში.

პირველ ადგილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იკავებს. თბილისის მასშტაბით საერთო გამოძახებების 1% ამ მისამართზე მოდის.

პოპულარულ ადგილებს შორის მეორე ავტოსადგური ,,ოკრიბაა” – 0,65%.

მესამე ადგილზე კი ტაქსის გამოძახების მიხედვით ,,თბილისი ცენტრალია” – 0,60%-ით.

დაახლოებით, მსგავსი პროცენტობა აქვს ,,თბილისი მოლსა” და სავაჭრო ცენტრ ,,ისთ ფოინთს” – 0,25% და 0,22%.

პოპულარულ ადგილებს შორის ათეულშია: მეტრო «ახმეტელი», მეტრო «ისანი», მეტრო «ვარკეთილი» და იუსტიციის სახლი.

თბილისში ყველაზე პოპულარული ადგილების რეიტინგი:

  •  თბილისის საერთაშორისო აეროპორტი — 1,00%;
  •  ავტოსადგური «ოკრიბა» – 0,65%;
  •  «თბილისი ცენტრალი» – 0,60%;
  •  «თბილისი მოლი» – 0,25%;
  •  მეტრო «ახმეტელი» – 0,24%;
  •  სავაჭრო ცენტრი «ისთ ფოინთი» – 0,22%;
  •  მეტრო «ვარკეთილი» – 0,20%;
  •  თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი (ორთაჭალა) — 0,16%;
  •  მეტრო «ისანი» – 0,16%;
  •  თბილისის იუსტიციის სახლი — 0,15%

,,რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და სავაჭრო ცენტრები ტაქსით მგზავრობის პოპულარული მიმართულებებია, ვინაიდან ხალხი, როგორც წესი, მგზავრობს ხელბარგით და სწორედ ეს იწვევს ტაქსის გამოძახებების საკმაოდ დიდ რაოდენობას”, – განაცხადა თბილისის განვითარების ხელმძღვანელმა, თორნიკე კირკიტაძემ.

FB კომენტარები

კომენტარი