რა ლექსი მიუძღვნა ბაბუამ ჩცდ-ს “ბარბარიკას”, მარიშკა ჯავახაძეს

344
SHARE

მარიშკა ჯავახაძე, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარბარე მანტკავას განასახიერებს, ცნობილი მწერლისა და პოეტის ვახტანგ ჯავახაძის შვილიშვილია.
სწორედ მას ეძღვნება პოეტის ლექსი სახელწოდებით, „მარიამი გუდაურში წავიდა“
ლექსი 1997 წელს დაიწერა, მაშინ მარიშკა 8 წლის იყო:
ხმაურობენ მოედანზე ქუჩის ორატორები,
მე კი ამოვიჩემე მარიამის ტოლები.
სხვებს ვერც ვამჩნევ,
ასაკიც უმალ გამოვიცანი:
არა ცხრის და ათისა – მხოლოდ რვის და რვისანი.
თითქოს მხრებზე ჩამომხსნეს უმძიმესი დოლაბი:
შუქნიშანზე გადავიდნენ მარიამის ტოლები.
სად არიან ბიჭები?
ყურს ვინ უგდებს ყმაწვილებს?! –
მარიამის თანატოლებს თვალებს ვეღარ ვაცილებ.
ქუჩა-ქუჩა ახლა უფრო ხშირად დავიარები:
ჩემს ქუჩაზე დადიან მხოლოდ მარიამები!

FB კომენტარები

კომენტარი