რა თვისებებით გამოირჩევიან ქართველი პოლიტიკოსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

200
SHARE

პოლიტიკოსები ჩვენს რეალობაში ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველაზე ხშირად არიან ყურადღების ცენტრში. ყოველდღიურად ტელევიზიისა თუ ინტერნეტის საშუალებით ვხედავთ ამ ადამიანებს, მათ საქმიანობას, შეხვედრებს, ვისმენთ მათ განცხადებას და ა.შ. ამ სტატიაში კი  ზოგიერთ პოლიტიკოსს განსხვავებული კუთხით წარმოგიდგენთ. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებული ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები და რა დამახასიათებელი თვისებები აქვთ ამ ნიშნებს.

ბიძინა ივანიშვილი (18 თებერვალი): პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მერწყულია. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ხასიათის მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ისინი, ერთი, მხრივ ნოვატორები, რეფორმატორები და დრომოჭმული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლები არიან. მეორე მხრივ კი, სატურნის გავლენით, მათში პერიოდულად დეპრესიული განწყობა სჭარბობს, რაც მერწყულებს ხშირად განმარტოებისა და იზოლაციისკენ უბიძგებს, რის გამოც გარშემომყოფთა შორის ამოუცნობ, მარტოსულ და ძნელად გასაგებ ადამიანებად ითვლებიან.
ორივე სქესის მერწყულები სიახლეების დაუცხრომელი წყურვილითა და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ და ეხერხებათ ახალ-ახალი ნაცნობობის გაბმა და აბსოლუტურად განსხვავებული სტილის ადამიანებთან ურთიერთობა. მერწყული ჰუმანურობით გამორჩეული ნიშანია, აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს სხვებისგან განსაკუთრებული კაცთმოყვარეობა და ლოიალურობა გამოარჩევს გარშემომყოფთა მიმართ.

მიხეილ სააკაშვილი (21 დეკემბერი): საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. ადამიანები, რომლებიც ამ ნიშნით მოევლინენ ქვეყანას, უსაზღვრო ოპტიმიზმითა და პოზიტიური ხასიათის თვისებებით არიან დაჯილდოებულნი. საზოგადოებაში მშვილდოსნის ცნობა ძალზე მარტივია მისი საქციელისა და მანერების მიხედვით. მშვილდოსნებს დაუცხრომელი ენერგია და მუდმივად ცვალებადი ინტერესის სფერო აქვთ, მათ შორის შედის მოგზაურობის სიყვარული და ახალ-ახალი ხალხის გაცნობაზე იტყვის უარს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბევრი მშვილდოსანი ისეთ პროფესიას ირჩევს, რომელიც მას მუდმივი მოგზაურობისა და გადაადგილების საშუალებას მისცემს. კომუნიკაბელური ხასიათის გამო, მშვილდოსნებს, როგორც წესი, უამრავი ნაცნობ-მეგობარი ახვევიათ გარშემო. მათთვის საზოგადოება ჰაერივით აუცილებელია.

შალვა ნათელაშვილი (17 თებერვალი): ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოპოზიციონერიც მერწყულია. მიუხედავად იმისა, რომ მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს განაგებს, რომელიც, თავის მხრივ, მეგობრულ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, ამ ადამიანების კომუნიკაბელურობა ხშირად ხანმოკლე კავშირებს არ სცილდება. ხასიათის ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა კრეატიულობა, უშუალობა, გულწრფელობა და კომუნიკაბელურობა, არც ერთი სქესის მერწყულები არ განიცდიან ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს. როგორც წესი ისინი ძალიან ადვილად შედიან კონტაქტში, თუმცა ნებისმიერთან ურთიერთობაში ახერხებენ, შეინარჩუნონ გარკვეული დისტანცია. თუ მაინც გინდათ, ამ ადამიანთან ხანგრძლივი ურთიერთობა შეძლოთ, თქვენი კავშირი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივი დამოუკიდებლობის პრინციპს. ეს იმიტომ, რომ თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობა, მერწყულებს აიძულებს, ნებისმიერი სახის შეზღუდვასა და იძულებით ქმედებას კატეგორიული ომი გამოუცხადონ.

ირაკლი კობახიძე (25 სექტემბერი): პარლამენტის თავმჯდომარე სასწორია. სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რაც მათ ხასიათში თანდაყოლილ დიპლომატიის უნარს, ჰარმონიისა და სილამაზის სიყვარულს განაპირობებს. სასწორების უმრავლესობა, როგორც გარეგნობით ისე ხასიათით, სასიამოვნო და კომუნიკაბელური ხალხია. ორივე სქესის სასწორებს, ძალიან უყვართ კამათი, შესაბამისად მათთვის უცხო არ არის სხვადასხვა სახის დისკუსიებსა და პოლემიკებში მონაწილეობის მიღების სიყვარული, თუმცა ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, სასწორი არა საკუთარ, არამედ საზოგადოებაში გავრცელებულ ამა თუ იმ მოსაზრებას იცავს. ხოლო საკუთარი აზრის ქონა, რომელიც მყარ არგუმენტებზე იქნება დაფუძნებული, როგორც წესი სასწორებს იშვიათად ახასიათებთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლოს მსგავსად, სასწორებს გამუდმებით ახასიათებთ მერყეობა და შეხედულებების ცვლა.

ირმა ინაშვილი (6 ივლისი): საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი კირჩხიბია. ამ ზოდიაქოს ნიშნით, ყველაზე ამოუცნობი, მგრძნობიარე და ინტუიტიური ადამიანები იბადებიან. კირჩხიბს მთვარე მართავს, აქედან გამომდინარე მთვარის ფაზების შესაბამისად, ამ ადამიანების ხასიათიც ანალოგიური ტემპებით და სიხშირით იცვლება. მთვარის გავლენითაა განპირობებული, ისიც რომ კირჩხიბების უმრავლესობას, ხშირად ესაჭიროება განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება. კირჩხიბს უზომოდ სათუთი და მგრძნობიარე ნერვული სისტემა აქვს. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამენ გარშემომყოფთა მხრიდან მათდამი დამოკიდებულებას.

მამუკა ბახტაძე (9 ივნისი): საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ტყუპების ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. ტყუპები მრავალმხრივი, ცვალებადი, მოუსვენარი, ცნობისმოყვარე და მერყევი ბუნების პიროვნებები არიან. ტიპურ ტყუპს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საკუთარი თავის ვერაფერი გაუგია, გამუდმებით აინტერესებს სხვისი ცხოვრების დეტალები. ამ ადამიანებს ასევე ახასიათებთ, როგორც გარეგნობის, ისე შეხედულებებისა და ცხოვრებისეული ფასეულობების გამუდმებული ცვლა. ეს ადამიანები გამუდმებით იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, სამოსს, ინტერესებს, პარტნიორებს.. ტყუპის ზოდიაქო აქტიურ კავშირშია ლიტერატურულ ნიჭსა და ჟურნალისტურ საქმიანობასთან. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, როგორც წესი ხშირად გვხვდებიან ზემოთხსენებულ სფეროში მოღვაწე პერსონებს შორის. ამას გარდა, ტყუპების უნარი ნებისმიერ სფეროში, ნოვატორული იდეები და აღმოჩენები შეიტანონ.

FB კომენტარები

კომენტარი