რა ზიანს აყენებს ბავშვს სმარტფონი და პლანშეტი?

173
SHARE
ჩვენს დროში ყველას აქვს სახლში რომელიმე ელექტრონული გაჯეტი. დღეს ისინი ფუფუნების საგნებს აღარ წარმოადგენს, მათ შორის ბავშვებისთვისაც კი.

მაგრამ ვინმეს უფიქრია რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ნივთებმა ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე? გაჯეტებზე დამოკიდებულება ყოველდღიურად იზრდება, მშობლების ამოცანა კი უნდა იყოს ის, თუ როგორ მოახდინოს ამ პროცესზე კონტროლი და არ მიუშვას თვითდინებაზე.

ჩინელმა ექიმებმა გაჯეტებზე დამოკიდებულება ფსიქიკურ აშლილობას შეადარეს. არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრებიც, სადაც ამგვარი დამოკიდებულების მქონე ახალგაზრდები მკურნალობას გადიან.

ბევრ ქვეყანაში ეს პრობლემა ჯერ კიდევ არ არის აღიარებული, მაგრამ ყველაფერი ამისკენ მიდის. მაგალითად, ამერიკის პედიატრიის აკადემია კვლევის შემაშფოთებელ შედეგებს აქვეყნებს: 8-10 წლის ამერიკელი ბავშვი დღეში 8 საათს გაჯეტებს უთმობს. უფროსკლასელები კი ციფრული მოწყობილობებით დღეში 10-11 საათით სარგებლობენ.

ყოველ წელს იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც მონიტორებს უსხედან და ხელიდან არ უშვებენ მობილურ ტელეფონებს, უფრო და უფრო იზრდება. ბავშვები აღარ სწავლობენ, ავიწყდებათ ჭამა და ძილი.

ექიმები ამტკიცებენ, რომ თუ ბავშვი დიდხანს სარგებლობს ინტერნეტით, მისი ტვინის ნორმალურ განვითარებაზე ოცნებაც კი არ ღირს.

სმარტფონები და პლანშეტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეთ ბავშვს, ვიდრე ის ნორმალურად ლაპარაკს არ ისწავლის. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი თავის თავს ვირტუალურად ართობს და შესაძლოა რაელური სამყაროს მიმართ სრულიად დაკარგოს ინტერესი.

სამწუხაროდ მშობელთა უმრავლესობა შვილებს გაჯეტების გამოყენებას არ უზღუდავს.

„ოდესღაც მშობლები ბავშვებს გარკვეული მეთოდებით ამშვიდებდნენ. ბავშვები ჩვეულებრივად ისტერიკებს მაშინ აწყობენ, როდესაც მოწყენილები არიან და არა იმიტომ რომ თავს ცუდად გრძნობენ. ახლა, როდესაც ბავშვი მოწყენილია, სმარტფონს ან პლანშეტს აძლევენ და ეს იმიტომ, რომ გაჩუმდეს და დედა-მამამ თავი მშვიდად იგრძნოს. ამის გამო ბავშვს ვერ უყალიბდება თვითკონტროლის ჩვევები“, – ამტკიცებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი კეტრინ შტაინერ-ადერი.

ტანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. თუმცა ფსიქოლოგები მოზარდებს ურჩევენ ციფრული მოწყობილობებს დღეში მხოლოდ 2-3 საათი დაუთმონ.

გაჯეტების გამოყენების შემაშფოთებელი შედეგებია ქცევის, ჯანრთელობისა და სწავლის დონის გაუარესება. ასევე ბავშვები კარგავენ კონცენტრაციის უნარს. ეს კი იწვევს იმას, რომ ისინი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ვერ ახერხებენ დიდხანს ერთ რომელიმე ასპექტზე მობილიზებას. ეს ხელს უშლის ღრმა აზროვნებისა და რთული ამოცანების ამოხსნის უნარის განვითარებას.

 

FB კომენტარები

კომენტარი