რა ვქნა, გადმოვრგა აივანზე? – როგორ ხუმრობენ მარიხუანაზე ინტერნეტში?

280
SHARE

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებლების ნაწილი სასამართლოს მწვავედ აკრტიკებს და თვლის, რომ გადაწყვეტილება სავალალო შედეგებს მოიტანს, ნაწილი კი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და თემის ირგვლივ მხიარულ შეფასებებსაც არ იშურებს.
„კვირა +“ რამდენიმე მხიარულ კომენტარს გთავაზობთ:

“საკონსტიტუციო სასამართლოს ოფისზე თეთრი კვამლი ამოვიდა”.

“ჯერ არ მოგიწევიათ, რა სიმხიარულეა და რომ მოსწევთ, როგორი იუმორინა იქნება”.

“ეს მარი გასაგებია, მაგრამ ხუანს რაღა უნდა საქართველოში”.

“ასე მაინც გამწვანდეს თბილისი”.

“რა ვქნა, გადმოვრგა აივანზე”?

“ნაპასიანი ნიუსი იყო”.

“ალბათ მოსამართლეებიც დაბოლილები იყვნენ”.

“ამსტერდამის ტურისტების ნაწილი ჩვენ უნდა დავითრიოთ, კაი პიარი გვინდა და ტურისტებს მოვიზიდავთ”.

“მანაგუაზე არაფერი იცი”?

“ლე პლანი აბაშიძეზე”!

FB კომენტარები

კომენტარი