რა ვაჩუქოთ ახალ წელს – საუკეთესო გაჯეტები ყველაზე თანამედროვე ადამიანებისთვის

42
SHARE

საშობაოდ ეძებთ საჩუქარს ადამიანისთვის, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან უყვარს? მაშინ ეს სია თქვენთვისაა. ხშირ შემთხვევაში, ფართოდ გავრცელებული სასაჩუქრე კომპლექტების ჩუქებას, ხარისხიანი და გამოსადეგარი გაჯეტი სჯობს, რომელიც ადრესატის ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის.

1 Jabra Elite 65t უსადენო ყურსასმენები

საუკეთესო საჩუქარი ყველასთვის, ვინც ყურსასმენებს ყოვედღიურად ხმარობს და ვისთვისაც ახლართული სადენები მუდამ თავის ტკივილს წარმოადგენს. საოცრად კომფორტულ ყურსასმენებს ხმაც უმაღლესი დონის აქვს. ხმაურს იზოლაციას უკეთებს და ბატარეა დატენვის გარეშე 5 საათის მანძილზე მუშაობს.

2 Anki Vector რობოტი

The Anki Vector robot sidekick ამ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნოლოგიური ნიმუშია. ასისტენტ რობოტთან შესაძლებელია ინტერაქტივის წარმოება, ის პასუხს სცემს დასმულ კითხვებს რობოტის ხმით, რეაქციას იძლევა შეხებისას და თქვენთან ერთად თამაშებში მონაწილეობასაც შესანიშნავად გაართმევს თავს. როცა მისი ბატარეა დაჯდომას იწყებს, დამტენ მოწყობილობასთან თავად მიემართება.

3 Logitech G Pro უსადენო სათამაშო მაუსი

თამაშის მოყვარული ადამიანები ამ საჩუქარს ნამდვილად დაგიფასებენ. საოცარ დიზაინთან ერთად, მაუსი ბრწყინვალე ბატარეითაც გამოირჩევა.

4 Oculus Go Standalone ვირტუალური რეალობის სათვალე

VR მოწყობილობის ჩუქებით ადრესატს ვირტუალური რეალობის გასაოცარი შთაბეჭდილების ქვეშ მოაქცევთ. ათასზე მეტი თამაშის არჩევაა შესაძლებელი და თითოეული მათგანი საკმაოდ გასართობი და დასამახსოვრებელია.

5 UA Sport by JBL უსადენო ყურსასმენები

ეს საოცარი პროდუქტი გამოადგებათ მათ, ვინც ბევრს ვარჯიშობს. მკაცრი დიზაინი, მოხერხებული ფორმა თუ ხმის პარამეტრებში ბასის დომინანტურობა, იდეალურია ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვისათვის. ყურსასმენები წარმოდგენილია შავ ფერში ნაცრისფერი და წითელი აქცენტებით.

6 Marshall Kilburn II პორტატული ბლუთუზ სპიკერი

The Marshall Kilburn II უსადენო სპიკერი საუკეთესო საჩუქარია ნებისმიერი აუდიოფილისთვის. მოწყობილობას პროფესიონალური ხმა აქვს, ხარვეზების გარეშე. ბლუთუზის მეშვეობით გაჯეტს შეუძლია რამდენიმე ხმის წყაროს დაუკავშირდეს.

7 Canon IVY უსადენო მინი ფოტო პრინტერი

გაჯეტი საუკეთესოა მობილური ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის. მომხმარებლებს შეუძლიათ ფოტოები დაბეჭდვამდე მობილურის აპლიკაციაში დაამუშაონ. სურათის დაბეჭდვას 1 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება.

8 Anker PowerCore Lite პორტატული დამტენი

მოწყობილობა სხვა პორტატულ დამტენებთან შედარებით ისეთი მძლავრია, რომ სმარტფონების უმეტესობას ორჯერ დატენის. ამას გარდა, გაჯეტს ბევრი სხვა საინტერესო ფუნქციაც აქვს და საქმიან, დაკავებულ თუ მუდამ გზაში მყოფ ადამიანებს ძალიან გამოადგებათ.

9 Logitech Craft უსადენო კლავიატურა

საუკეთესო საჩუქარი ოფისში მომუშავე ადამიანებისთვის. კლავიატურა PC-საც და Mac-საც უერთდება და საოცრად გამძლე ბატარეა აქვს. მისი გამოყენება საკმაოდ კომფორტული და პროდუქტიულია, რადგანაც რამდენიმე ბრაუზერზე მუშაობს და მოხერხებული სისტემით გამოირჩევა.

10 Samsung Galaxy Watch ჭკვიანი საათი

The Samsung Gear Sport smartwatch საუკეთესო ჭკვიანი საათია სმარტფონებში ანდროიდის სისტემის მომხმარებლებისთვის. მას აქვს ფიტნესის მრავალი ფუნქცია. ასევე საათი წყალგამტარია და ადრესატს ცურვის დროსაც შეუძლია მისი ტარება. გაჯეტი სამ ფერშია წარმოდგენილი: შავში, ნაცრისფერსა და ვარდისფერში.

11 Apple iPad (2018) ტაბლეტი

Apple-ს უკანასკნელი აიპადი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ტაბლეტი სურს. თხელი, მძლავრი და მისაღები ფასის გაჯეტი მილიონობით მაღალი ხარისხის აპლიკაციას გთავაზობთთ, ისევე როგორც Apple-ს მუსიკალურ და ვიდეო გალერეას. მოწყობილობა სამ ფერშია წარმოდგენილი: ვერცხლისფერში, ოქროსფერსა და ნაცრისფერში.

12 Philips Somneo დაძინებისა და გაღვიძებისთვის განკუთვნილი სანათი

ეს გაჯეტი ელეგანტურ დიზაინთან ერთად, სპეციალური სინათლის გამოსხივებით თქვენს სასიამოვნო დაძინებასა და გამოფხიზლებაზე იზრუნებს. მას შეუძლია მზის ჩასვლისა და ამოსვლის ბუნებრივი ელფერი ასახოს, სურვილის შემთხვევაში ხმები გამოსცეს და სმარტფონის დატენვის საშუალება მოგცეთ. მსგავსი სანათი დედებისთვის გამორჩეული საჩუქარია.

13 Sphero R2-D2 ანდროიდი

ეს გაჯეტი საუკეთესო საჩუქარია Star Wars-ის ფანებისთვის. სმარტფონით კონტროლირებადი მოწყობილობა მის ორიგინალურ პროტოტიპს ჰგავს და ჰოლოგრაფულ სიმულაციებსაც გადმოსცემს. აღსანიშნავია, რომ თუ Star Wars-ს მასთან ერთად უყურებთ, ანდროიდი ფილმის სცენებზე საკუთარ რეაქციებს გამოხატავს.

14 Swagtron თვითბალანსირებადი სკუტერი

თინეიჯერებსა და ახალგაზრდებს მოძრაობის მარტივი ხერხები ძალიან ხიბლავთ. ეს მოდელი უკანასკნელ შემოთავაზებებს შორის დიზაინითა და ფუნქციებით საუკეთესოა.

15 Whistle 3 Pet Tracker შინაურ ცხოველთა პატრონებისთვის

კატებისა და ძაღლების მეპატრონეებისთვის ნაცნობია ის პანიკური შეტევის გრძნობა, როცა არ იცი სადაა შენი შინაური ცხოველი კონკრეტულ მომენტში, მითუმეტეს მაშინ, თუ ის დაიკარგა. ეს გაჯეტი კი მის ლოკაციას შეგატყობინებთ.

წყარო:http://www.okmagazine.ge

Comments

comments