რა ეღირება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული იახტა

80
SHARE

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ხალიფა იბნ ზაიდ ალ ნახაიანი მალე დაემშვიდობება ყველაზე ძვირადღირებული და დიდი იახტის მფლობელის ტიტულს. ატელიე Chulhun Park-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული იახტის მშენებლობა დაიწყო. იახტა „ვალკირიას“ სიგრძე ორი საფეხბურთო მოედნის სიგრძეს გადააჭარბებს. იმისათვის, რომ კიჩოდან ბოლოში გავიდნენ, სტუმრებს და მეპატრონეს 228 მეტრის გავლა მოუწევთ.
როგორც ირკვევა, მაქსიმალური პრივატულობის მისაღწევად, იახტის მფლობელისთვის გამოყოფილი იქნება ერთი მთლიანი გემბანი, ხოლო დანარჩენებზე კომფორტულად დაეტევა 52 სტუმარი და ეკიპაჟის 92 წევრი. ასევე იახტას ექნება საკუთარი კაზინო, თეატრი, რესტორნები და სამხატვრო გალერეებიც კი. ეს მცურავი გასართობი ცენტრი ამ ეტაპზე 758 მილიონ დოლარადაა შეფასებული, მაგრამ არ არის გამორიცხული, როდესაც მისი აგება დასრულდება, ის 1 მილიარდ დოლარად შეფასდეს.

FB კომენტარები

კომენტარი