რა ელის მამაკაცს, რომელმაც 10 თვის გოგონა სასიკვდილოდ ცემა და გააუპატიურა

164
SHARE

33 წლის ბენჟამინ ტეილორი 10 თვის ემილი ბარინგერის ცემასა და გაუპატიურებაშია ბრალდებული – ამ დროისთვის, საქმეზე ვირჯინიის შტატიის სასამართლო სხდომები მიმდინარეობს. საშინელი შემთხვევა 2016 წლის ოქტომბერში მოხდა. გოგონას დედამ, ამანდა ადკინსმა, სასამართლოს უამბო, თუ როგორ აღმოაჩინა ტეილორი, რომელიც ემილის ზემოდან აწვა, მას მაისური არ ეცვა და შარვალი ჰქონდა გახსნილი. ასევე, მან განაცხადა, რომ მისი შვილი შიშველი იწვა, სისხლში იყო მოსვრილი. მისი თქმით, მან ხელი სტაცა ბავშვს, რომელსაც გონება ჰქონდა დაკარგული და ხროტინებდა. დედამ განწირული ხმით 911-ზე დარეკა. ამანდა ადკინსი და ტეილორი ერთმანეთს ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ხვდებოდნენ. ადკინსის ზარის ჩანაწერი სასამართლოზე მოისმინეს – დედა ოპერატორს ეუბნება- „ვფიქრობ, მან ჩემი შვილი გააუპატიურა“. იმავე ზარის დროს ის ამბობს, რომ ბავშვს საშვილოსნოდან სისხლი სდის. ემილი საავადმყოფოში მიყვანიდან. ორ დღეში გარდაიცვალა. მას ტვინი გაეთიშა და ექიმები იძულებულები იყვნენ, აპარატიდანაც მოეხსნათ. სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მას სხეულის შიგნით დაზიანებები სრულწლოვანი მამაკაცის მიერ მრავალჯერ გაუპატიურების შედეგად ჰქონდა მიყენებული. ბავშვს, ასევე, თავიც ჰქონდა დაზიანებული – სავარაუდოდ, ტეილორმა მას რამდენიმეჯერ თავში დაარტყა. დედის მიერ გამოძახებულ სასწრაფოსთან ერთად, სახლში პოლიციაც მივიდა. მათ ტეილორი დააკავეს. სასამართლოზე ნაჩვენები იყო სამხრე კამერების მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, რომ როცა ტეილორი მაისურს მაღლა იწევს, მას მუცელზე სისხლი აქვს. მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ახსოვს, როგორ ჩაყავდა ემილი სარდაფში, მაგრამ შემდეგ გონება დაკარგა და არ იცის, რა მოხდა. ბენჟამინ ტეილორს რამდენიმე ბრალდებით ასამართლებენ. მას ვადამდე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე უვადო პატიმრობა ემუქრება. ამ საზარელ საქმეზე პროცესები, დაახლოებით, ორ კვირას გასტანს

FB კომენტარები

კომენტარი