რა დადებითი შედეგი მოაქვს ბავშვებისთვის შინაურ ბინადრებთან კონტაქტს

55
SHARE

წლების წინ ითვლებოდა, რომ შინაური ბინადრის ყოლა ბავშვებში აყალიბებდა ალერგიულ რეაქციას, თუმცა, ტურკუს (ფინეთი) უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცხოველთან ერთად გაზრდილ ბავშვს საგრძნობლად გაუმჯობესებული ნაწლავური მიკროფლორა აქვს.
ცხოველთან თამაშის დროს ბავშვი იღებს გარკვეული რაოდენობის ნაწლავურ ბაქტერიებს, რაც სამომავლოდ ხელს უწყობს იმუნიტეტის გაუმჯობესებას.
ბოლო ეპიდემიოლოგიური მონაცემები ადასტურებს, რომ შინაურ ბინადართან ერთად გაზრდილ ბავშვს საგძნობლად მაღალი იმუნიტეტი აქვს. ტურკუს მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც 115 ბავშვი მონაწილეობდა. მათგან მხოლოდ 51 ბავშვს ჰყავდა შინაური ბინადარი (ძაღლი, კატა, კურდღელი…), ხოლო 64 ბავშვი მხოლოდ ექსპერიმენტის დროს
ურთიერთობდა ცხოველებთან.
იმ ბავშვებს, რომლებსაც სახლში ცხოველი ჰყავდათ, 14%-ით მეტი ბიფიდობაქტერიები ჰქონდათ, ვიდრე ექსპერიმენტის სხვა მონაწილეებს.
მკვლევარებმა 6 თვემდე ბავშვები შეამოწმეს საკვების ალერგიაზე და აღმოაჩინეს, რომ ყველა იმ ბავშვის ორგანიზმი, რომელიც ცხოველთან ერთად იზრდებოდა, ბევრად ეფექტურად ებძოდა ალერგიულ ბაქტერიებს.
მეცნიერები ამ მოვლენებს ცხოველისგან ბავშვის ორგანიზმში გადაცემული მიკროფლორებით ხსნიან.
მჭიდრო კონტაქტი ცხოველთან ძალიან სასარგებლოა ბავშვისთვის. სწორედ ამიტომ, ამერიკელი პედიატრები ყოველთვის ურჩევენ მშობლებს ბავშვთან ერთად იყოლიონ შინაური ბინადარიც.

წყარო:https://zooclub.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი