რა გვარია სინამდვილეში ნინა სუბლატი?

113
SHARE

ქართველი მომღერლის, ნინო სუბლატის ცხოვრების დეტალები საზოგადოებისთვის კვლავ ძალზე საინტერესოა. ნინა „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმოადგენდა და მან მე-11 ადგილი აიღო. მიუხედავად ამისა, მან საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა და არაერთი პუბლიკაციის, მათ შორის ნეგატიური სტატიების გმირი გახდა.

ნინა სუბლატის ნამდვილი სახელია ნინა სულაბერიძე. ის 1995 წლის 31 იანვარს მოსკოვში დაიბადა. მისი დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. ასევე ის პატარაობაში რიგაში ცხოვრობდა. სიმღერის გარდა, გატაცებული იყო ფერწერით და მოქანდაკეობით. 2011 წლიდან ბერა ივანიშვილის სტუდია GDS-ში მუშაობდა. ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“ წარდგა. პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მთავარი ჯილდოს სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან – ვოკალის კურსზე. პროექტის დასრულებისთანავე, მომღერალმა სადებიუტო ალბომზე დაიწყო მუშაობა. 2014 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით: Dare to be Nina Sublatti, რომელიც Bravo Records-ში ჩაიწერა. ალბომში შესულია პოპულარული სიმღერების ხუთი ქავერ-ვერსია და ნინას საკუთარი, ხუთი ახალი სიმღერა. პირველი სოლო ალბომის გამოშვებისთანავე, მომღერალმა საკუთარი სტუდია შექმნა და მუშაობა მეორე ალბომზე დაიწყო. 2015 წელს ნინა სუბლატი საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გამოვიდა სიმღერით: Warrior, სადაც ორი ნახეარფინალი გადალახა და ფინალში მოხვდა.

FB კომენტარები

კომენტარი