რა გეგმები ჰქონდა ზუზუს – ნატა გულიაშვილის ემოციური პოსტი

2306
SHARE

მსახიობი ნატა გულიაშვილი, რომელიც ზაზა (ზუზუ) ბეჟაშილის მეგობარი იყო სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც პოსტიდან ირკვევა, ზუზუ ბეჟაშვილი სექტემბრიდან მის ბარში წამყვანის პოზიციაზე იწყებდა მუშაობას.
„21 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა და, დიდი დაბადების დღის გადახდას ვაპირებდი. ზუსტად რამდენიმე დღის წინ, ვლაპარაკობდით ამაზე და ვგეგმავდით თუ, სად ჯობდა დაბადების დღის გადახდა და რა უნდა ეჩუქებინა ზუზუს ჩემთვის. და აი, ზუსტად ეს არის ბედის ირონია, რომ ზუსტად 21 აგვისტოს არის ზუზუს დაკრძალვის დღე. ღმერთო რა ხანმოკლეა ეს ცხოვრებაა. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს სიცოცხლეში. ღმერთო, რა წამიერია ეს სიცოცხლე. სულ რამდენიმე დღის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასეთი საშინელება დაგვატყდებოდა თავს. ისეთი კარგი სამომავლო გეგმები გვქონდა. სექტემბრიდან ჩემს ბარში იწყებდა წამყვანად მუშაობას. რამდენიმე დღის წინ, პატარა რეპეტიციაც გავიარეთ. რა დაუნდობელია ეს ცხოვრებააა. ზუზუ, შენ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხარ რადგან, ამდენ ხალხს უყვარდი. ამხელა სითბოს და სიყვარულს გასცემდი ყველას მიმართ. ამხელა სიყვარული მიგაქვს აქედან. როგორ მედგრად მედექი გვერდით, როცა მე მქონდა ძალიან საშინელი დეპრესია (ერთ-ერთი პროექტის გამო) როგორ მამხნევებდი და მეუბნებოდი, რომ არაფერზე არ უნდა მენერვიულა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა. შენ იყავი ადამიანი რომელიც უანგაროდ გასცემდი ამდენ სიკეთეს და სითბოს. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული ჩემო, ყველაზე თბილო და უსაყვარლესო ზუზიკოო.თან როგორი საოცარი დღეები დაემთხვა შენ გარდაცვალებას. დარწმუნებული ვარ, რომ, შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნები. ცათა სასუფეველი დაემკვიდროს შენს ლამაზ სულს ჩემო ზუზიკო“, -წერს ნატა გულიაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი