რა გაუგზავნა „Secret Santa“ ბილ გეიტსმა თავის ადრესატს

283
SHARE

პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანს „Secret Santa“ -ს პოპულარულ წინასაახალწლო აქციაში, კატების მოყვარული გოგონასთვის საჩუქრის გაკეთება ხვდა წილად. „Reddit’s“-ს მიერ მოწყობილ ყოველწლიურ აქციაში „Secret Santa“ , ბილ გეიტსი მუდმივად იღებს მონაწილეობას.
წელს მას შეხვდა ანკეტა, რომელიც ახალგაზრდა გოგონამ, გვარად ვიეტმა შეავსო. გეიტსმა მისი ანკეტა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ის კატების მოყვარულია და მიუსაფარი ცხოველების რამდენიმე თავშესაფარსაც ეხმარება. გოგონას გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მას ბილ გეიტსისგან უზარმაზარი ყუთი მიუტანეს. მასში დიდი პლუშის კატა „Pusheen“-ი იდო, რამდენიმე სასაჩუქრე მაისური და საქველმოქმედო ჩეკები კატების თავშესაფრებისთვის. იმისათვის, რომ დაემტიკცებინა, რომ სწორედ ის იყო მისი „Secret Santa“, ბილ გეიტსმა თავისი ფოტოც მოაყოლა. თუმცა, როგორც ახლა გოგონა მედიას უყვება, იმ მომენტში გაიფიქრა-რა უცნაურია, რომ ვიღაცამ ბილ გეიტსის ფოტო გამოუგზავნა“. ვიეტმა სასწაული მხოლოდ მაშინ ირწმუნა, როცა საბანკო ჩეკებზე მილიარდერის ხელმოწერა და გვარი დაინახა. გოგონა აღიარებს, რომ ერთდროულად ტიროდა და იცინოდა.

FB კომენტარები

კომენტარი