რა განსხვავებაა სექსუალური აღგზნებადობის კუთხით ქალსა და მამაკაცს შორის – რას ფიქრობენ მეცნიერები(+18)

368
SHARE

კაცები ყოველთვის სექსზე ფიქრობენ? ნუთუ ეს მართლაც ასეა? არის თუ არა მართალი, რომ ისინი უფრო სწრაფად და მარტივად იღგზნებიან, მაშინ, როცა ქალები უფრო მეტად რაციონალურებად მიიჩნევიან? შეუძიათ კი ქალებს მამაკაცებზე მეტად სექსუალური მოთხოვნილებების შეკავება და მათი კონტროლი?
ეს კითხვები, ალბათ ძალიან ბევრს და თან არც ისე იშვიათად დაუსვამს საკუთარი თავისთვის. მათზე პასუხის გაცემას მაქს პლანკისა და ტუბინგენის სახელობის ბიოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები შეეცადნენ. მათ სხვადასხვა კვლევის შედეგები გაანალიზეს და ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ექსპერიმენტში 1850 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის დროს, მონაწილეებს ეროტიკულ სურათებსა და პორნოგრაფიულ ვიდეოებს აჩვენებდნენ, მანამ სანამ მათი ტვინი რაიმე სახის რეაქციას არ დააფიქსირებდა ფუნქციონალურ MRI-ს აპარატზე.
კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ სექსუალურ მასტიმულირებელზე ტვინის რეაქცია სქესზე დამოკიდებული არ იყო, რეალურად მამაკაცისა და ქალის რეაქციებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ დაფიქსირებულა. თუმცა მაინც არსებობს ის, რაც რეაქციებს განასხვავებდა ერთმანეთისგან – ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელი სექსუალური გამაღიზიანებელი დომინირებდა. მაგალითად, ფილმებისგან განსხვავებით, ეროტიკული სურათების დათვალიერება ერთდროულად ტვინის რამდენიმე ნაწილს აღაგზნებდა.
ამასთან, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სექსუალური ორიენტაცია დიდ გავლენას ახდენდა აქტივაციაზე, ანუ ჰეტეროსექსუალი მონაწილეები უფრო მეტად რეაგირებდნენ ვიზუალურ გამღიზიანებლებზე, ვიდრე ჰომოსექსუალი ადამიანები.
1850 ადამიანზე დაკვირვებისა და 61 კვლევის შეჯამების შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნეირობიოლოგიურ დონეზე ქალისა და მამაკაცის სექსუალურ აღგზენაბოდას შორის განსხვავება არ არსებობს.
ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავს, რომ ქალების ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტი, რომ მათ კაცებისგან განსხვავებით საკუთარი ვნებების კონტროლი შეუძლიათ და რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლები შედარებით უნებისყოფოები არიან, გაბათილებულია.
ფაქტია, უფრო მყარი არგუმენტის მოფიქრების დროა.

FB კომენტარები

კომენტარი