რა განიჭებთ ბედნიერებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

109
SHARE

    ნებისმიერი ჩვენგანი ეძებს ამ ქვეყნად ბედნიერებას. თუმცა, ზოგი ამას გაცნობიერებულად აკეთებს, ზოგს კი უბრალოდ უმართლებს და პიულობს იმას, რაც მას ჭეშმარიტად ბედნიერს ხდის. თავად სიტყვა ბედნიერების ზუსტი დეფინიცია ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის ინდივიდუალური და სხვადასხვაა, თუმცა თუკი ასტროლოგიურად ვიმსჯელებთ არსებობს კონკრეტული “რამე-რუმეები”, რაც ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს ზოგჯერ წვრილმან, ზოგჯერ კი სავსებით დიდ და სრულფასოვან ბედნიერებას ანიჭებს…
ვერძს პროფესიული წარმატება, სახელი და აღიარება აბედნიერებს. მისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ლიდერი და პირველწამომწყები ყველგან.
კუროს მატერიალური სტაბილურობა და მუდმივი შემოსავალი ესაჭიროება ბედნიერებისთვის. ფინანსური კომფორტი კუროს უმთავრესი ბედნიერებაა.
ტყუპს საინტერესო ხალხის გარემოცვა და ახალ-ახალი თავგადასავლები აბედნიერებს. მისთვის აუცილებელია მოვლენებით აღსავსე ცხოვრება.
კირჩხიბს ოჯახი და ოჯახის წვერებთან ურთიერთობა ანიჭებს ჭეშმარიტ ბედნიერებას. მისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია ახლობელი ადამიანების კარგად ყოფნა.
ლომს საზოგადოებაში კარგი სტატუსი და ავტორიტეტული პიროვნების იმიჯი ხდის ბედნიერს. ის სრულფასოვან პიროვნებად მიიჩნევს თავს, როცა აქვს საშუალება სხვებს დაეხმაროს და უპატრონოს.
ქალწულს სხვებზე ზრუნვა აბედნიერებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები თავს კარგად გრძნობენ მაშინ, როცა საშუალება აქვთ ყველგან წესრიგი დაამყარონ და ყველაფერს მიუჩინონ თავისი ადგილი.
სასწორს შემოქმედება მუსიკა, მხატვრობა, ზოგადად სილამაზე აბედნიერებს. ამ ხალხის ხასიათზე მოსაყვანად საკმარისია თბილი გარემო და ლამაზი ინტერიერი.
მორიელს რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ექსტრიმი და მძაფრი ემოციები (მათ შორის ტანჯვაც) აბედნიერებს. ამასთან ერთად, მისთვის გაცილებით დიდი ბედნიერების მომტანია იმის გაცნობიერება, რომ მასთან ერთად სხვებიც იტანჯებიან.

მშვილდოსანს წანწალი და ხეტიალი აბედნიერებს. ამ ადამიანების უმეტესობა საკუთარ მოწოდებას მოგზაურობასა და სხვადასხვა ქვეყნის გაცნობაში პოულობს.
თხის რქას თანამდებობა, მაღალი პოსტი და კარგი სოციალური სტატუსი აბედნიერებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები არანაკლებ ბედნიერად გრძნობენ თავს როცა იციან, რომ საშუალება აქვთ კარგი განათლების მიღების უფლება მისცენ საკუთარ თავს.
მერწყულს მეგობრები, ახალ-ახალი ნაცნობების შეძენა და მათზე დაკვირვება აბედნიერებს. მერწყულებისთვის ჭეშმარიტი ბედნიერებაა “ადამიანებით კოლექციონერობა”.
თევზებს ილუზიებში ცხოვრება ანიჭებს ბედნიერებას. იგი სიამოვნებით იცხოვრებდა გამოგონილ სამყაროში თუკი ცხოვრებისეულ პრობლემებს სხვები მოუგვარებდნენ. შემთხვევითი როდია, რომ ბევრი თევზი ხდება მსახიობი.

FB კომენტარები

კომენტარი