რა გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს ბავშვის ცემას

255
SHARE

ბავშვის ცემა და მასზე ყვირილი – მშობლების თვითგადარჩენის საშინელი სტრატეგიაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – აღზრდა. აქვს ბავშვის მიმართ ძალადობას აზრი? ჩვენ შევეცდებით გავერკვიოთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვობის ნეგატიურმა გამოცდილებამ ადამიანის პიროვნებაზე.
პირველი და ყველაზე გავრცელებული მიზეზი ცემით დასჯისა გახლავთ, მშობლების ნერვული წონასწორობისა და კონტროლის დაკარგვა. თუ დედ-მამამ გაღიზიანებული ან დაღლილია, პატარა კი რაიმეს დაჟინებით ითხოვს და ტირის, ყველაფერი ცემით მთავრდება.
ბავშვი ტირილს უმატებს, იღებს კიდევ ერთ ალიყურს და იძლებულია, გაჩუმდეს. მაგრამ ეს არ არის მოლაპარაკება, ის ბრალოდ წყენას ინახავს გულში.
ბავშვობაში ყველანი დავუსჯივართ რაიმე მიზეზის გამო, ეს ნორმა იყო. ახლა უკვე სხვა დროა, ჩვენი შვილები დასჯას ისე არასოდეს აღიქვამენ, როგორც ჩვენ.
დასჯის ყველაზე სულელური მიზეზი – იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ასე აკეთებს ყველა, ასე იქცეოდნენ ჩვენი მშობლები. უნდა გააკეთოთ არჩევანი: ბედნიერი ბავშვი თუ დამჯერი. დამჯერ ბავშვთან იოლია, მაგრამ დამჯერი ზრდასრული ბედნიერი იშვიათადაა.
მას უჭირს საკუთარი თავის პოვნა, რადგან მორჩილებასაა მიჩვეული. ასეთი ადამიანებით ყველა სარგებლობს. გსურთ, რომ თქვენი შვილით ისარგებლონ?
ბავშვები, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებენ და სცემენ, გულჩათხრობილები იაზრდებიან. ასეთ აგრესიულ ურთიერთობაში ნდობა არ არის. ბავშვი სწავლობს, რომ უნდა ეშინოდეს, ეს კი აღზრდა არ არის.
წყენისა და უსამართლობის შეგრძნობისას ინგრევა ბავშვის პიროვნება ის შეშინებულ მსხვერპლს ემსგავსება და მიიჩნევს, რომ ძლიერი მუდამ მართალია. ან ის უბრალოდ კარგავს პატივისცემას მშობლებისადმი.
ეცადეთ, დაარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, უთხარით ბავშვს სიმართლე. “ახლა უნდა გცემი” – ეს ფრაზა ყველაზე მკაცრ მშობელსაც გამოაფხიზლებს. სიტუაციის ამგვარად დალაგება დაგეხმარებათ პრობლემაში გარკვევაში და ძალადობრივ ქმედებებზე პასხისმგებლობის აღებაში.
დასაჯოს თუ არა შვილი – ყოველი მშობლის პირადი საქმეა, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენი შვილები ჩვენ არ გვგვანან და მათი შუასაუკუნეების მეთოდით დასჯა არამხოლოდ უაზრობა, არამედ მომავალში ჯანმრთელობისთვის საშიშიცაა.

www.marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი