რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშნანი თქვენი ჩაცმის სტილზე?

274
SHARE

ჩაცმის სტილი არა მარტო თქვენს გარეგნობასთან უნდა იყოს ჰარმონიაში, არამედ პიროვნებასაც უნდა ასახავდეს. სწორი არჩევანის გასაკეთებლად, გაეცანით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ჰოროსკოპს და გაიგეთ რას გკარნახობთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი.

ვერძი

ELI=ITA=2014=201405=307=NULL=NULL.pdf

თქვენ ძალიან მოგწონთ ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ელემენტების შეთავსება და საკმაოდ დიდ დროს ხარჯავთ საუკეთესო შეხამების მისაღწევად. ასეთ იმიჯს ძალიან უხდება რბილი და თითქმის შეუმჩნეველი მაკიაჟი. ეცადეთ ყოველთვის ბუნებრივად გამოიყურებოდეთ, მაგრამ არასდროს გადაახვიდეთ იმ ზღვარს, რომლის იქითაც ბუნებივობა მოუწესრიგებლობად აღიქმება. დადებითი ემოციები თქვენ ნამდვილ ლამაზმანად გაქცევენ, ამიტომ მოერიდეთ მოწყენილობას და აირჩიეთ ხალისიანი (თუნდაც ნარინჯისფერი და წითელი) ფერები.

კურო

გაზაფხულის ზოდიაქოს ნიშანი კურო, ახალგამოღვიძებული ბუნების შინაგანი ძალის მფლობელია, ამიტომ თქვენი გარდერობიც ყოველთვის მრავალფეროვანია, სადაც მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს კონსერვატული და თავისუფალი სტილის ტანსაცმელი. იმ შემხვევაში კი, თუ საქმიანი კოსტიუმის არჩევა გადაწყვიტეთ, უპირატესობას აუცილებლად ძალიან ქალურ მოდელს მიანიჭებთ. თქვენი ფერები თითქოს დამუხტულია მიწის ძალით – ყავისფერი, ბეჟი და ხაკი – თქვენთვის მიწიერი სილამაზის სიმბოლოდ აღიქმება. თუმცა, თქვენს არჩევანზე სერიოზულ გავლენას აზდენს ახლობლების ან საყვარელი ადამიანის აზრი. ამიტომ, თქვენი თანამგზავრის ხასიათში აუცილებლად უნდა იყოს ცოტა ბავშვური, რადგან ვერასდროს აიტანთ ბანალურ და მოსაწყენ მამაკაცს თქვენს გვერდით.

ტყუპები

ELI=ITA=2014=201405=312=NULL=NULL.pdf

ძალიან გსიამოვნებთ, როცა მაცდურად გამოიყურებით, ამიტომ ყოველთვის ისეთ ტანსაცმელს ირჩევთ, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს სექსუალურობას. ყველაფერი, რაც არ უნდა ჩაიცვათ – ჯინსები იქნება ეს თუ კაბა – თქვენ აუცილებლად ყველაზე ხასხასა და მხიარულ ფერებს შეარჩევთ, რადგან ეს მამაკაცებს იპყრობს, თქვენ კი, ისეთი მამაკცაცები მოგწონთ, ვისაც კარგი ინტუიცია, იუმორის გრძნობა და ბრწყინვალე ფიგურა აქვს. ძალიან ამაყობთ საკუთარი სილამაზით და ყველანაირი უხერხულობის გარეშე ახდენთ მის დემონსტრირებას.

კირჩხიბი

იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ საკუთარ სილამაზეს, რომ ზოგიერთს შეიძლება გადაჭარბებულადაც კი მოეჩვენოს. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური შთაბეჭდილება, ამიტომ ყოველთვის იმას ირჩევთ, რაც თვალს ახარებს. თქვენი პარტნიორი შესაძლოა არ ფლობდეს სუპერმენის ფიგურას, მაგრამ თქვენთვის დეტალებია ყველაზე მნიშვნელოვანი –  თხელი კანი, ხშირი თმა, ცოცხალი თვალები… გარდერობის შერჩევისას, უპირატესობას არაფორმალურ ჩაცმის სტილს ანიჭებთ, მისი შეცვლის სურვილის შემთხვევაში კი, არ დაიშურებთ ფინანსებს, რათა კიდევ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ. თუმცა, ზომიერების გრძნობა ნურც სადა სტილის შერჩევისას დაგავიწყდებათ და ნურც ელეგანტური სამოსის შეძენისას.

ლომი

ელეგანტურობით თქვენ თავად ბუნებამ დაგაჯილდოვათ, ამიტომ ძალიან გიყვართ საკუთარი გარეგნობით სიამოვნების მინიჭება სხვებისთვის და საკუთარი თავისთვისაც. რა თქმა უნდა, თქვენ შეყვარებული ხართ მდიდრულ და ნამდვილ ”მეფურ” ნივთებში, თქვენს გარდერობში კი, ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს სხვადასხვა ფერის, იდეალური სილუეტისა და ძვირფასი ქსოვილის მოდელები, რადგან ყველაფერს გააკეთებთ რათა არასდროს გამოიყურებოდეთ ბანალურად. თქვენი სილამაზე ძლიერი ემოციებია, ამიტომ ყოველთვის ცდილობთ გამოავლინიოთ საკუთარი თავი ექსტრემალურად.

ქალწული

ELI=ITA=2014=201405=308=NULL=NULL.pdf

ზოდიაქოს ამ ნიშნით იწყება ოქროს შემოდგომა, ამიტომ თქვენ ძალიან მოგწონთ თბილი ფერების და სექტემბრის ჰაერივით გამჭვირვალე ტონების შეხამება. უპირატესობას კი, არა უბრალოდ სილამაზეს, არამედ ფუფუნებას ანიჭებთ. ქალწულის იდეალური პარტნიორიც უნდა აფასებდეს ელეგანტურობას და ყოველთვის შესაბამისად გამოიყურებოდეს. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შთაბეჭდილება, რომელსაც გარშემომყოფებზე ტოვებთ, ამიტომ როგორც არ უნდა გამოიყურებოდეთ, ყოველთვის შეძლებთ მათ დარწმუნებას საკუთარი სტილის სისწორესა და მოდურობაში.

სასწორი

“ამ ქალბატონს ყველაფერი უხდება!” – ეს სწორედ თქვენზეა ნათქვამი, რადგან მოდურად გამოიყურებით ნებისმიერ ტანსაცმელში, მთავარია იგრძნობოდეს ქალურობა და ცოტა რომანტიკა. თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ უბრალო ტანსაცმელი და აქციოთ მისგან ხელოვნების ნამდვილი შედევრი შარფის, ორიგინალური ქამრის ან ნებისნმიერი სხვა მსუბუქი, მაგრამ უჩვეულო შტრიხის დამატებით. განსაკუთრებით გიხდებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მფარველის – ვენერას ფერები – ცისფერი, მწვანე ან ღია ყვითელი, რომლებსაც თავისუფლად უხამებთ სხვა კონტრასტულ ფრებს, რაც თქვენს სტილს უფრო მეტ ენერგიას და ხალისს მატებს.

მორიელი

morieli

ძალიან რთული ხასიათის ბრძანდებით და გარეგნობით არც ისე ადვილია თქვენი ნამდვილი მიზნების გამოცნობა. ზოგჯერ თქვენ მკაცრად ჩაცმა მოგწონთ, ზოგჯერ შეუმჩნეველი ხართ მუქი ბორდოსფერის, ყავისფერის და ხაკის დახმარებით, მერე კი, ისევ ძალიან მოდური და გამომწვევი ხდებით,”მყვირალა”, თითქმის ნეონის შეფერილობის ტანსაცმელში გამოწყობილი. სინამდვილეში, გამოცანის ამოხსნა ძალიან მარტივია, რადგან ტანსაცმელი ყოველთვის თქვენს განწყობაზე მიანიშნებს, საიდუმლო იარაღი კი, თქვენი ქალური ფანტაზიაა. პერფექციონიზმისკენ მიდრეკილი და საკმაოდ ავანტიურისტული ხასიათის პატრონი, საკუთარ თავით მხოლოდ მაშინ ხართ კმაყოფილი, როცა იდეალურ მდგომარეობაშია თქვენი სულიც და სხეულიც.

მშვილდოსანი

ELI=ITA=2014=201405=310=NULL=NULL.pdf

თქვენ სპორტული სტილი მოგწონთ და ძალიან გიყვართ ჯინსები.  თუმცა, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს ურბანისტულ გარემოშიც  და ქალაქგარეთ, ბუნებაშიც. დარჩით ყოველთვის ისეთი, როგორიც ხართ, რადგან ძალიან გიხდებათ ბუნებრიობა. თქვენ უპირატესობას  ნატურალურ ქსოვილებს ანიჭებთ, რომლებიც ბევრად უფრო რბილი და სასიამოვნოა სხეულზე შეხებისას. საკუთარ გარეგნობას არასდროს აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას. სამაგიეროდ ძალიან გიზიდავთ სპორტული აღნაგობის, დაკუნთული მამაკაცები. თქვენს თანამგზავრს შეუძლია ისე ჩაიცვას, როგორც თავად სურს, რადგან ამ საკითხში მშვილდოსნები ძალიან დემოკრატიულები და უპრეტენზიოები არიან.

თხის რქა

თქვენ თავისუფალი, ცოტა კეკლუცი ჩაცმის სტილი მოგწონთ. ზოგჯერ ძალიან მორცხვობთ და ისე იმოსებით, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ემალებით. თუმცა, ყოველთვის ინარჩუნებთ მომხიბვლელობას. არასდროს ანიჭებთ დიდ მნიშვნელობას ფიზიკურ სილამაზეს და არ განიცდით, რომ ყოველთვის ვერ ასწრებთ ადევნოთ თვალი მოდის ბოლო სიახლეებს. ბუნებრივად თავის დაჭერის უნარი! – აი, რას აფასებთ ყველაზე მეტად. თქვენთვის მნიშვნელოვანია შეფარული სილამაზე და სწორედ მისი დახმარებით იპყრობთ გარშემომყოფებს. ვნება თქვენში შინაგანადაა, ამიტომ ყოველთვის თავს არიდებთ ექსტრემალურ ჩაცმის სტილს.

მერწყული

merwyuli

ერთდროულად გინდათ იყოთ ორიგინალურიც და ელეგანტურიც. ამიტომ სუფთა კლასიკური სტილი არასდროს შთაგაგონებთ. სკოლის ფორმასთან გამომშვიდობების შემდეგ, ძალიან მოგწონთ ყველაფერი, რაც სტილთან და ექსპერიმენტებთანაა დაკავშირებული. ძალიან გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და არასდროს ერიდებით ამის გაკეთებას გარეგონობის დახმარებით. თქვენთვის სილამაზე არა თვითმიზანი, არამედ აზარტული თამაშია, რომელშიც თქვენ ყოველთვის გამარჯვებული ხართ. რაც შეეხება საყვარელ ადამიანს – არც ისე მნიშვნელოვანია აქვს თუ არა მას იდეალური გარეგნობა. მთავარია, რომ ის გიფრხილდებათ და ძალიან გაფასებთ.

თევზები

ნუ შეგეშინდებათ უღალატოთ ჩვეულებებს და დაარღვიოთ ის სტერეოტიპები, რომლებსაც გარშემომყოფები მოგაწერენ. პირველ რიგში, ეს შესაძლებლობას მოგცემთ გაიბრწყინოთ საკუთარი სიამოვნებისთვის, დანარჩენები კი, ამას აუცილებლად შეამჩნევენ. თქვენ მშვენივრად იცით როგორ განაახლოთ გარდერობი, თან ისე რომ არ გასცდეთ ბიუჯეტის საზღვრებს. სილამაზე თქვენ ჰაერივით გჭირდებათ, რაც მთავარია შინაგანიც და გარეგანიც. თქვენი იდეალური პარტნიორი შესაძლოა მხატვარი ან არტისტი იყოს, რადგან ადამიანებში  ყველაზე მეტად შთაგონებას აფასებთ.

წყარო:http://fortuna.ge

FB კომენტარები

კომენტარი