რა გადაულაპარაკა გალაკტიონმა კონსტანტინეს მწერალთა კავშირის სხდომაზე

633
SHARE

გალაკტიონ ტაბიძე და კონსტანტინე გამსახურდია გვერდიგვერდ სხედან მწერალთა კავშირის სხდომაზე, პრეზიდიუმში სხვები არიან მოკალათებულნი. ერთ-ერთი მათგანი ტრიბუნიდან ხმამაღლა ამცნობს დამსწრე საზოგადოებას რაღაც გადაწყვეტილებას, რომელსაც ასე იწყებს: „საქართველოს მწერლები და პოეტები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ…”
ამ დროს გალაკტიონმა კონსტანტინეს გადაულაპარაკა: – შენ იყავი, როცა ეგ ამბავი გადაწყვიტეს?
– არა, შენ? – დაუბრუნა კითხვა კონსტანტინემ.
-არა, არც მე, – ისევ წყნარად უთხრა გალაკტიონმა.
კონსტანტინემ ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა და მხოლოდ მისი და გალაკტიონის გასაგონად ჩაილაპარაკა:
– აბა, რომელმა მწერლებმა და პოეტებმა გადაწყვიტეს?

Comments

comments