რა არ მოეწონა სტანისლავ ბონდარენკოს საქართველოში?

83
SHARE

სტანისლავ ბონდარენკო თაყვანისმცემლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში შეხვდა. საუბარი ძალიან გახსნილი იყო, ბონდარენკო თაყვანისმცემლებს გულწრფელად პასუხობდა შეკითხვებზე, იყო მხიარული და მიკროფონსაც თავად აწვდიდა ახალგაზრდებს.

მსახიობმა თაყვანისმცემლებს საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებები გაუზიარა, უპასუხა ტრადიციულ შეკითხვებზე მისი გატაცებების, ოცნებების და გემოვნების შესახებ – ბონდარენკო Harley Davidson-ზე ოცნებობს, საყვარელი მწერალი პაულო კოელიოა, საყვარელი მსახიობი – ადრე ლეონარდო დიკაპრიო, ახლა კი კიანუ რივზია.

საუბარი, რა თქმა უნდა, ქართულ სამზარეულოსაც შეეხო. ბონდარენკომ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად აჭარული ხაჭაპური მოსწონს. მას ასევე ჰკითხეს, რა არ მოსწონს მსახიობს საქართველოში. „ვიტყვი გულწრფელად, რაც არ მომეწონა – ეს არაპუნქტუალურობაა. აი, ეს საერთოდ არ მომეწონა! თქვენ გიყვართ დაგვიანება და, პრინციპში, ეს მიღებულიცაა აქ“, – აღნიშნა ბონდარენკომ.

FB კომენტარები

კომენტარი