რა არის ქალთა ანორგაზმია და იკურნება თუ არა

347
SHARE

ანორგაზმია, ეს არის სექსუალური დარღვევის სახე, რომლის დროსაც ადამიანს არ შესწევს უნარი, მიაღწიოს ორგაზმს არც სექსუალური აქტის და არც სხვა საშუალებებით სასქესო ორგანოების სტიმულაციის დროს. ანორგაზმიის გამომწვევი მიზეზები იყოფა ფსიქოგენურ და სომატოგენურ (ანუ ორგანულ, სხეულებრივ) მიზეზებად. უფრო ხშირად მას განიხილავენ, როგორც ფსიქოგენურ დარღვევას, თუმცა იგივე ანორგაზმია შეიძლება, გამოიწვიოს სომატურმა დაავადებებმა. მაგალითად, ჰორმონულმა დარღვევებმა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებმა, შაქრიანი დიაბეტის დროს განვითარებულმა ნეიროპათიებმა, გაფანტულმა სკლეროზმა, მენჯის ძვლების ტრავმებმა და ასე შემდეგ.

უფრო მეტად ანორგაზმია გვხვდება ქალებში.

მამაკაცებში ანორგაზმია იშვიათია და ვითარდება 35 წლის შემდეგ.

დაავადებას შეიძლება, ჰქონდეს პირველადი (ორგაზმის ნებისმიერი ტიპის სტიმულაციის დროს არასოდეს არ წამოიშობოდა) და მეორადი (პაციენტს უწყდება ორგაზმის განცდა) ხასიათი.

ასევე, გამოიყოფა ორგაზმის ტიპები:

· სიტუაციური ანორგაზმია – ორგაზმი მიიღწევა კონკრეტულ ვითარებაში, მათი არარსებობის დროს კი ორგაზმს ადამიანი ვერ განიცდის;

· კოიტალური ანორგაზმია – ორგაზმი შეიძლება მიღწევადი იყოს ნებისმიერი საშუალებით, მაგრამ არა სქესობრივი აქტით;

· ნიფომატიური ანორგაზმია – მაღალი ვნებისა და აღგზნების შეგრძნება ხანგრძლივი სტიმულაციის დროს, მაგრამ ორგაზმი არ დგება;

· სპორადული ანორგაზმია – ორგაზმის შეგრძნების შესაძლებლობა სქესობრივი აქტივობის სხვადასხვა ფორმებში, მაგრამ არარეგულარულად.

როგორ მკურნალობენ ქალთა ანორგაზმიას
როდესაც ქალს წინათ განცდილი აქვს ორგაზმი, მაგრამ არ აკმაყოფილებს ახლანდელი პარტნიორი, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სექსოპათოლოგს. ის აუხსნის პარტნიორებს მდგომარეობის არსს, მისცემს რეკომენდაციებს კერძო შემთხვევის თავისებურებათა გათვალისწინებით.
ფიზიოლოგიური დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია ანორგაზმიის მიზეზის აღმოფხვრა. აუცილებლობისას შესაძლებელია სქესობრივი პარტნიორების ერთდროული მკურნალობაც.
ანორგაზმიის სამკურნალოდ შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს როგორც ფსიქოთერაპია, ისე – მედიკამენტური მეთოდები, ფიზიოთერაპია, ნემსორეფლექსოთერაპია, გინეკოლოგიური მასაჟი. ფსიქოთერაპიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ურთიერთობა ექიმთან და განკურნების სურვილი. იმ ქალებს, რომლებსაც ორგაზმი არასოდეს განუცდიათ, მით უმეტეს სჭირდებათ სექსოლოგის დახმარება.
ვიდრე არ ჩატარდება გამოკვლევა და არ დამტკიცდება, რომ ანორგაზმია პირველადია და განპირობებულია რაიმე დაავადებით, მანამდე არ შეიძლება, გამოირიცხოს, რომ ადეკვატური სტიმულაციისას ქალს შეუძლია ორგაზმის განცდა.
დასასრულ, არ შეიძლება ამ პრობლემის იგნორირება, რადგან იგი შესაძლოა, ქალის ცხოვრების სრულფასოვნების ხელშემშლელ ფაქტორად იქცეს.

FB კომენტარები

კომენტარი