რა არის სიყვარული ? – ასტროლოგების განმარტებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

978
SHARE

რა არის სიყვარული? – ეს არის მუდმივად დავის გამომწვევი კითხვა. ყველას სხვადასხვა მოსაზრება გააჩნია ამასთან დაკავშირებით. ქალების უმეტესობა სიყვარულს ზრუნვასთან, მატერიალურ კეთილდღეობასთან აკავშირებს, ზოგს კი მიაჩნია, რომ სიყვარული მუდმივ სტრესში ყოფნაა. გავიგოთ რას გვეუბნებიან ასტროლოგები და კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანს რას გვირჩევენ.

ვერძი – მისთვის სიყვარული ომი და მუდმივი პაექრობაა პარტნიორთან. საყვარელი ადამიანის “მოპოვება-კარგვის” კალეიდოსკოპი. იგი ყოველთვის ეძებს მძაფრ ემოციებს და მამრს, რომელიც გასაოცარ გმირობას ჩაიდენს მის გამო. რთული და ხშირად აუტანელი პარტნიორია. გამუდმებით ესაჭიროება დუღილის ტემპერატურა ურთიერთობაში.

კურო – სიყვარული მის შეგნებაში ზრუნვასთან, კომფორტთან და მატერიალურ კეთილდღეობასთან ასოცირდება, რომელსაც ორი ადამიანი ერთად აშენებს და ქმნის. ბედნიერებისთვს გაწონასწორებული, მყარი ფსიქიკის მამრი ესაჭიროება. ვერ იტანს სიურპრიზებს.

ტყუპი – მისთვის სიყვარული პირველ რიგში მენტალური კონტაქტი და მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორთან. ამ ქალს “ყურებით უყვარს” ამიტომ მამაკაცს ლაპარაკის უნარის დონითა და ინტელექტუალური “ბაგაჟის” მიხედვით ირჩევს. მოსწონს წვრილმანი კონფლიქტების პროვოცირება, იმიტომ რომ მალე ბეზრდება ერთფეროვნება და სიმშვიდე.

კირჩხიბი – სიყვარული მისთვის მძაფრ ემოციებთან, მუდმივ ყურადღებასთან და პარტნიორის მხრიდან “მამობრივ მზრუნველობასთან” ასოცირდება. მოსწონს მოსიყვარულე, თავდაჯერებული და ძლიერი პარტნიორები. გამოკვეთილად მამაკაცური თვისებებით. ასეთის გამო ცოტაოდენ მაზოხიზმსაც იოლად ეგუება მის ხასიათში. თვითგვემის მცირედი დოზა აუცილებელიც კია კირჩხიბისთვის საიმისოდ, რომ თავი შეყვარებულად და ბედნიერად იგრძნოს.

ლომი – მისთვის სიყვარული პარტნიორის მხრიდან მუდმივ ოვაციებთან, კომპლიმენტებთან და საჩუქრებთან ასოცირდება. მან თავი დედოფლად უნდა იგრძნოს, რომლის ფერხთითაც სხვა დანარჩენ მამრებთან ერთად, ის “ერთადერთიც” იქნება გართხმული (ოღონდ, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მოწინავე ფლანგზე და ღირსეულ პოზაში).

ქალწული – სიყვარული მისთვის წვრილმან ყურადღებასთან, ზრუნვასა და ადამიანურ თანადგომასთან ასოცირდება. ამ ქალს გრძნობების რეალური დემონსტრირება საქმით ეხერხება და არა ენის მოჩლექით, ან მონური ლაქუცითა და ერთგულებით. ორი ადამიანის საქმიან-ემოციურ ერთობლიობაში ხედავს იგი სიყვარულის ჭეშმარიტებას.

სასწორი – კოცნა მოფერება, ჩახუტება-სითბოს რეალური და აშკარად გამოხატული ჟესტები აუცილებელია სასწორისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად მას სიყვარულის არსი არ ესმის. “შორით ბნედა, შორით კვდომა” ან “პლატონური სიყვარული” ამ ქალისთვის აბსოლუტურად უცნობი მდგომარეობაა და ნამდვილ სიყვარულთან არაფერი აქვს საერთო.

მორიელი – სიყვარული, ტანჯვა და ტკივილი ამ ქალის ცნობიერებაში სამი ერთმანეთთან მაქსიმალურად მიახლოვებული ცნებებია. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა, რომელიც გარკვეულ სადო-მაზოხისტურ ელემენტებსაა მოკლებული, მისთვის არასრულფასოვანია და შესაბამისად, არც სიყვარულად იწოდება სინამდვილეში. გრძნობების სიმძაფრის, ეჭვიანობისა და დრამატული სცენების გარეშე, მორიელი ქალის სიყვარული წარმოუდგენელია.

მშვილდოსანი – მისთვის სიყვარული საერთო ინტერესები, დუეტში ხეტიალი, მხიარულება და აზრების გაცვლა-გამოცვლაა. ქალი მშვილდოსნის ცნობიერებაში იდეალური სიყვარული ადგილს უტოვებს მეგობრობასა და თავისუფალ არჩევანს.

თხის რქა – სიყვარული მისთვის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთნდობა და დახმარებაა. თხის რქა ქალისთვის იდეალური კავშირი ყოველთვის ხანგრძლივ და მყარ საფუძველს ემყარება. სიყვარული მისთვის დიდი ხნის ნაცნობ და “ათ ფუთ მარილნაჭამ” პარტნიორთან კავშირს ემყარება. მხოლოდ ასეთ ყოველმხრივ გამოცდილ გრძნობას უწოდებს თხის რქა ჭეშმარიტ სიყვარულს.

მერწყული – მისთვის სიყვარული ორიგინალურად დაწყებული “ლოვ-სთორი”, სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით აღსავსე ურთიერთობა და გულწრფელი მეგობრობაა. მერწყულის იდეალური სიყვარული მეგობრობის ჩარჩოებში ცხოვრობს. იგი არ იზღუდება და არც თავად ზღუდავს სხვას საკუთარი გრძნობების ინტენსივობით. არ ახასიათებს მესაკუთრეობა.

თევზები – თევზებისთვის სიყვარული გრძნობების ოკეანე, იდუმალებით მოცული სასიყვარულო რომანი და ბევრი რომანტიკაა. მას მოსწონს ფატალური ისტორიები, ნიშნები და მისტიკა ურთიერთობაში. ღრმად სწამს, რომ ყველა რომანი “ჰეფიენდითა” და ბედნიერების ცრემლებით უნდა სრულდებოდეს, ისე როგორც ფილმებშია.

წყარო: http://www.cp.ge/cacao/ge

FB კომენტარები

კომენტარი