რა არის სასარგებლო პოტენციისთვის? – რჩევები მამაკაცებს

338
SHARE

სიცოცხლეში ერთხელ მაინც პრაქტიკულად ყველა მამაკაცი ეჯახება პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ავადმყოფობა, ქრონიკული დაღლილობა, მუდმივი სტრესი, დეპრესია, არასწორი კვება, მავნე ჩვევა… სექსოპათოლოგის პაციენტად რომ არ იქცეთ, დროულად დაიწყეთ პროფილაქტიკა.

სწორი კვება
თვალი გადაავლეთ რაციონს. მიირთვით ნაკლები ცხიმიანი და შემწვარი კერძი, მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა მამაკაცისთვის А, Е, В ჯგუფის ვიტამინები. ისინი აძლიერებენ ნერვული იმპულსების გადაცემას, რაც ხელს უწყობს ერექციას. ამ ვიტამინებს ყველაზე მეტს შეიცავს ნიგოზი, ცხიმიანი თევზი, სტაფილო, ისპანახი, ოხრახუში.

უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან საკვებს: ხორცს, რძეს, მაწონს, კეფირს, კვერცხს. ყველაზე ცნობილი აფროდიზიაკებია კრევეტები, მიდიები, კალმარები, ხამანწკები და ზღვის სხვა დელიკატესები. ისინი ხელს უწყობენ სქესობრივი ლტოლვის გაძლერებასა და ერექციის გაუმჯობესებას. ბუნებრივია, უნდა დავემშვიდობოთ სწრაფი კვების ობიექტებში დანაყრების ჩვევას. ასეთ დაწესებულებებში საკვები მაღალკალორიულია, ცხიმითა და შაქრით გაჯერებული, სასარგებლო ნივთიერებებით ღარიბი. მავნე გაზიანი სასმელების ნაცვლად სვით ჩვეულებრივი წყალი. ყავის მოყვარულ­ებსაც ურ­ჩევნიათ, ზომ­იერად სვან ეს სასმელი, რადგ­ან მისმა სიჭარბემ შესაძლოა არა მარტო პოტენციას, არამედ მთელ ორგანიზმს ავნოს.

რეგულარული ფიზიკური დატვირთვა
სპორტი
მამაკაცის ჰორმონის გამომუშავების შესანიშნავი სტიმულატორია. ძალიან კარგია სირბილი. ამ აერობულ დატვირთვას შეუძლია გააუმჯობესოს ნივთიერებათა ცვლა, მოაწესრიგოს სისხლის მიმოქცევა მთელ ორგანიზმში და, კერძოდ, მცირე მენჯის მიდამოშიც. და არამხოლოდ სირბილს – ყოველგვარი ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს სასქესო ორგანოებთან სისხლის მიდენას. ერთადერთი სპორტი, რომლით გატაცებასაც მამაკაცებს არ ვურჩევთ, ველოსპორტია.

ჯანსაღი ფსიქიკა
არანაკლებ მნიშვნელოვანია შინაგანი ჰარმონია. შინ თუ გარეთ, პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში ხშირმა სტრესმა, ნერვულმა დაძაბულობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს თავისა და ზურგის ტვინიდან სასქესო ასომდე აღგზნების სიგნალის მიღწევას. თუ პრობლემა იმდენად რთული არ არის, რომ სპეციალისტის (ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის) ჩარევას მოითხოვდეს, სავსებით შესაძლებელია, საკმარისი აღმოჩნდეს დამამშვიდებელი მუსიკის თანხლებით მედიტაცია. ჩართეთ წყნარი მუსიკა, მოხერხებულად წამოწექით და ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ. განტვირთვის კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა მასაჟი. ათი სეანსი დიდ სარგებლობას მოუტანს ორგანიზმს და გააუმჯობესებს საჭირო ორგანოებისკენ სისხლის მიდენას. დაბოლოს, თუ გსურთ, სიბერემდე შეინარჩუნოთ მამაკაცური პოტენცია, დაივიწყეთ მავნე ჩვევები: თამბაქოს წევა და ალკოჰოლის უზომო სმა.

წყარო: http://www.mkurnali.ge

FB კომენტარები

კომენტარი