რაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. “პერეკისი” – წყალბადის ზეჟანგის საოცარი თვისებები

244
SHARE

ნატურალური, უსაფრთხო ანტისეპტიკური საშუალებაა. ეს იაფფასიანი სითხე ყველა ოჯახის აფთიაქში უნდა იყოს. საუბარია 3-პროცენტიან წყალბადის ზეჟანგზე. წყალბადის ზეჟანგის უჩვეულო გამოყენება:

1. ათეთრებს სამოსს
წყალში, რომელშიც თეთრი ფერის სამოსი ან თეთრეული გაქვთ ჩალბობილი, ერთი ჭიქა წყალბადის ზეჟანგი ჩაასხით. იგი საუკეთესოდ ათეთრებს გაყვითლებულ ნივთებს. გამოჰყავს ლაქებიც. დაასხით სითხე ლაქაზე, ერთი წუთი გააჩერეთ და ცივი წყლის ნაკადში გარეცხეთ.

2. კურნავს ფრჩხილის სოკოს
წყალბადის ზეჟანგი წყალში გააზავეთ (1:1) და ყოველ საღამოს დაზიანებული ადგილები მოიბანეთ.

3. დაგიამებთ ტკივილს კისერში
საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვინც არაკომფორტულ პოზაში ზის. თუ კისერი დაგეჭიმათ ან კუნთების ტკივილს გრძნობთ, დაასველეთ ნაჭერი წყალბადის ზეჟანგში და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ზემოდან დაიფინეთ პირსახოცი. კომპრესი გაიჩერეთ 10-20 წუთი. იგი კარგად ათბობს კუნთებს და ხსნის დაძაბულობას.

4. დაგიცავთ გაცივებისგან
შეურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და 1 ლიტრი მინერალური უგაზო წყალი. მიღებული ნარევი გამოიყენეთ როგორც ცხვირში შესასხურებელი საშუალება.

5. პირის ღრუში გამოსავლებად
ბაქტერიებისა და მცირე იარებისგან წყალბადის ზეჟანგი დაგიცავთ, რომლის 10 წვეთსაც 1 წუთით პირის ღრუში გაიჩერებთ. სითხე აგრეთვე დაგეხმარებათ კბილების
6. კონტაქტური ლინზების დეზინფექცია

ზოგჯერ კონტაქტური ლინზების სითხეს შეცვლაც შეუძლია, იგი ანადგურებს ცილას, რომელიც ლინზაზე გროვდება.

7. დაგეხმარებათ სახლში სისუფთავის დამყარებაში
წყალბადის ზეჟანგი ანადგურებს მიკრობებს. იდეალურად ასუფთავებს მინებსა და სარკეს. დეზინფექციას უტარებს სააბაზანოს, ანადგურებს ობსა და ჩამჯდარ ჭუჭყს. წყალბადის ზეჟანგით შეგიძლიათ გაწმინდოთ ზედაპირები, ან საწმენდ სითხეებში ჩაურიოთ და ისე გამოიყენოთ.

8. დაგიამებთ ყელის ტკივილს
1/2 ჭიქა თბილ წყალს შეურიეთ 1/4 წყალბადის ზეჟანგი და გამოივლეთ ყელში გაცივებისა და ყელის ტკივილის დროს. იგი ანადგურებს ბაქტერიებს.

9. გამოიყენეთ ყურების გასაწმენდად
რამდენიმე წვეთ წყალბადის ზეჟანგს დაუმატეთ თბილი წყალი, ჩააწეთ მასში ყურის საწმენდი ჩხირი და გამოიწმინდეთ ყურები. ის იდეალურად ასუფთავებს ყურის ნიჟარას დაგროვილი გოგირდისგან.

წყარო: http://www.mshoblebi.ge/

FB კომენტარები

კომენტარი