“რაღა დროს წერო და კომბოსტოა” – როგორ ელაპარაკებიან ცნობილი მშობლები შვილებს სქესობრივ საკითხებზე

343
SHARE

გარდატეხის საკმაოდ რთულ ეტაპს, თან ახლავს სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ჰორმონები იწყებს მოჭარბება-გააქტიურებას და მოზარდი ნელ-ნელა ყალიბდებდა ზრდასრულ ადამიანად. რამდენად არიან გახსნილები მშობლები შვილებთან, ესაუბრებიან თუ არა სქესობრივ სიმწიფეზე, უნდა იყოს თუ არა ოჯახში საუბარი ამ თემაზე, რას ფიქრობენ სკოლაში სექსოლოგიის საგნად შეტანაზე ცნობილი მშობლები – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

კრისტი ყიფშიძე: “როცა დადგება ამის დრო, რასაკვირველია, ამაზეც ვილაპარაკებთ”
– გარდატეხის ასაკი საკმაოდ რთული პერიოდია როგორც მშობლისთვის, ასევე შვილისთვის. იმისათვის, რომ შედარებით მარტივად გადაილახოს ეს პერიოდი, არსებობს ლიტერატურა, კვლევები, ინფორმაციაა ინტერნეტშიც მრავლად მოიძებნება. გარდა ამისა, ძალიან კარგია გასაუბრება ფსიქოლოგთან. თუმცა, ალბათ ყველას არ აქვს ამის საშუალება. ნატალიას შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ გართულებულ ფორმებში აქვს გარდატეხის ასაკი, თუმცა ხასიათის ცვლილება უკვე ეტყობა, უფრო პრეტენზიული და ჯიუტი გახდა. მაგალითად, თუ ვურჩევ, რომ არ ჩაიცვას ის კონკრეტული რაღაც, თან ვუსაბუთებ, რატომ ვეუბნები ამას, არასდროს არ ვტოვებ ახსნის გარეშე, მეტიც, ხან შეიძლება ვუთხრა, თუ გინდა გააკეთე ეს, მაგრამ ისიც იცოდე, შენთვის ცუდი იქნება-მეთქი. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი მიდგომა უფრო ამართლებს.

– გარდატეხის ასაკს თან ახლავს სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ამ თემაზე თუ ესაუბრები შვილს?
– ნაკლებად, რადგან უფრო ბავშვურია. თუმცა, იცის, რომ ყველა თემაზე შეუძლია ჩემთან საუბარი.

– როგორ უყურებ სკოლაში სქესობრივი აღზრდის შესახებ საუბარს, ამ თემის საგნად შეტანას?
– ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ნაადრევი გათხოვება და დანგრეული ოჯახები ალბათ ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. ამიტომ მგონია, რომ ინფორმირება აუცილებელია. ოჯახში შეიძლება ზოგადი სახით, კითხვებისა და რჩევების დონეზე ისაუბრო ამაზე. თუმცა ნატალია ჯერ ამისთვის ძალიან პატარაა, ჯერ ურთიერთობებს სწავლობს და ხშირად გვაქვს ამაზე საუბარი, ინტიმურ თემებზე ჯერ არ გვილაპარაკია. საკმაოდ ბევრი ფილმი, ნაწარმოები არსებობს, რომლის მეშვობითაც ინფორმაციას იღებს ბავშვი, თეორიულად უნდა იცოდეს და მეც წიგნიდან, ნაწარმოებებიდან და ფილმებიდან უფრო მივიღე ამ სახის განათლება, ვიდრე საუბრებით. თუმცა, როცა დადგება ამის დრო, რასაკვირველია, ამაზეც ვილაპარაკებთ.

თამარ მაყაშვილი: “სკოლებში საგნად რომ შეიტანონ გაკვეთილი სქესობრივ ურთიერთობებზე, მე ამას მივესალმები”
mshoblebi
– გარდატეხის ასაკს, როგორც ბევრ დანარჩენს, მართავს მშობელი. არ ვემხრობი მიდგომას, მიუშვი და თავისით გაიგნებს გზას. მშობელს ყოველთვის უნდა ეჭიროს შვილის პულსი, მაგრამ როცა მშობელი დაკავებულია და ბავშვებისთვის იმდენი დრო არ რჩება, ასეთ ვითარებაში მოზარდს საკმაოდ რთულად გადააქვს ეს ეტაპი. პირადად მე, გარდატეხის ასაკი მგონი საერთოდ არ მქონია, არ მახსოვს, ეს პერიოდი გამოკვეთილად.

– თქვენს შვილებს?
– უფროსს, რუსკას დღემდე გარდატეხის ასაკი აქვს, სულ ჰქონდა გართულებები, დიდი ცხვირი მაქვს, მოღრეცილი ფეხი მაქვს და ა.შ. ოღონდ ამას იმიტომ არ ამბობდა, რომ ყურადღება მიექცია, არაფერი არ აკლდათ ჩემგან, უბრალოდ ასეთი ტიპაჟია, დღემდე საოცრად ემოციურია. ნინუცა მაშინაც რაღაცნაირი ბუტია იყო და ახლაც ასეთია, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ მძიმედ გადაიტანეს ეს პერიოდი. სიმკაცრეში იყვნენ და მიშვებულები არასდროს მყავდა. ვფიქრობ, შრომისუნარიანობა, საქმის სიყვარული და კიდევ ბევრი რამ სწორედ ამის შედეგია.
– ინტიმურ თემებზე თუ გქონდათ თავის დროზე შვილებთან საუბარი?
– კი, კი, და ნორმის ფარგლებში ყველაფერი ავუხსენი. ჩემი შვილები გადატეხის ასაკში რომ იყვნენ, ოჯახი არ იყო სრულყოფილი, მამას არ ჰქონდა ისეთი აქტიური ურთიერთობა გოგოებთან და მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მათთვის ეს დამთრგუნველი არ ყოფილიყო. სხვათა შორის, ამას თავადაც აღნიშნავენ.

– იყო საუბარი იმაზე, რომ სქესობრივი აღზრდა სკოლაშიც უნდა დაწყებულიყო, როგორია თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით?
– მინდა გითხრათ, მე რომ ვსწავლობდი სკოლაში, იმ პერიოდში დაიწყო ამისი სწვალება, საკმაოდ ნორმალურად მივიღეთ, მაგრამ ეს იყო ექსპერიმენტი და მალევე შეწყდა. მიმაჩნია, რომ ეს თემა ნორმის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს ოჯახში. როცა სალხში ღიად ხდება ამაზე საუბარი, ბავშვი ქუჩაში, მეგობართან არ იწყებს ამის გარკვევას. როცა ინტერესდება, იმხელა მეგობრობა და ნდობა უნდა იყოს მშობელსა და შვილს შორის, უნდა მოვიდეს, გკითხოს, რაც აინტერესებს, მშობელმა კი არ უნდა უთხრას, რომ წერომ მიიყვანა და კომბოსტოში იპოვნეს. ეს რა მკითხე, ვინ გითხრა ეს სისულელე – მსგავსი მიდგომა არაფრით არ შეიძლება. დღეს ინფორმაციის წყარო უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ჩვენ გვქონდა, დღვენდელი თაობა უფრო კარგად ერკვევა რიგ საკითხებში, ვიდრე მე, ამიტომ დამალვას აზრი არ აქვს. დღეს სკოლებში საგნად რომ შეიტანონ გაკვეთილი სქესობრივ ურთიერთობებზე, მე ამას მივესალმები, რადგან ეს საჭიროა სწორი განათლებისათვის. ადამიანი სხვადასხვა ასაკში განიცდის სხვადასხვაგვარ ჰორმონალურ ცვლილებებს, ამიტომ ის უნდა იყოს ინფორმირებული, რა ჭირს მას შინაგანად, თეორიულად მზად უნდა იყოს ამისთვის, რომ არ აცდეს გზას და სწორად მიიღოს ყველაფერი.

ლენუკა ყიფშიძე: “ოჯახში ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ მგონია სწორი”
mshoblebi
– სკოლაში ბიოლოგიის გაკვეთილზე ადამიანის აგებულებას ელემენტარულად ვსწავლობდით, მაგრამ რამდენად სწორია ის, რომ მდედრობითი სქესის მასწავლებელმა, კლასში გოგოებსა და ბიჭებს ერთად აუხსნას გაკვეთილი სქესობრივი ცხოვრების შესახებ, არ ვიცი. მგონია, რომ ცოტა სხვა სიტუაცია შეიქმნება. ჩვენს ბავშვობაში ინფორმაციის იმხელა წყარო, როგორიც კომპიუტერია, არ გვქონდა, მაგრამ თავის დროზე ყველაფერს ვიგებდით. სწორად არ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემმა შვილმა ერთად განვიხილოთ ეს საკითხი, ასაკთან ერთად ისედაც ყველაფერი მოდის. აქამდე არ ყოფილა ამის გაგების პრობლემა და დღეს რატომ უნდა იყოს, არ მესმის.

– ამ თემის შესახებ ბავშვმა საიდან უნდა გაიგოს? მეგობრებიდან, ოჯახიდან?
– ალბათ უფრო მეგობრებიmshoblebiდან. ოჯახში ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ მგონია სწორი. თუ ჩემს ბიჭს კითხვები ექნება, ბაბუა, ბიძა, მამა აუხსნიან და ყველაფერი დალაგდება.

– რაღაც ასაკში ყველა ბავშვს უჩნდება კითხვა, როგორ გავჩნდი. რომელია მართებული პასუხი, შენი აზრით?
– როცა პატარაა ბავშვი, პასუხიც შედარებით მარტივია, უხსნი, რომ მუცელში იყო და დაიბადა, მერე და მერე უკვე ეს აღარაა დამაკამაყოფილებელი. ნიკუშასაც, როგორც ყველა ბავშვს, ჰქონდა ეს კითხვა და ძალიან მარტივად და პოზიტიურად განვუმარტე. კომბოსტოებისა და წეროების მითი ზედმეტად მიმაჩნია, ეს ის თემაა, რომელიც ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს და თავისი შეხდულებისამებრ უთხრას ბავშვს სიმართლე, მისთვის გასაგებ ენაზე, ოღონდ დოზირებულად.

ხვიჩა მაღლაკელიძე: “დღემდე საიდუმლოდ რჩება ჩემთვის, რას ნიშნავდა ეს ზეწარი, მატრასი და ბალიში”

– მამაჩემი მასწავლებელი, გეოგრაფი კაცი იყო, ჰალსტუხით დადიოდა სულ, ტრუსიკით არასდროს მინახავს და პირველი სექსუალური გაკვეთილი ჩამიტარა ასეთი: მანქანაში “შემიხმო” და მითხრა, მამა, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და თუ რამე დაგჭირდეს ქალთან ურთიერთობაში – ზეწარი, ბალიში ან მატრასი, არ მოგერიდოსო. დღემდე საიდუმლოდ რჩება ჩემთვის, რას ნიშნავდა ეს ზეწარი, მატრასი და ბალიში, რაში უნდა დამჭირვებოდა, თავქვეშ ამოსადებად, გადასაფარებლად თუ… ის კი არ უთქვამს, მამა ფრთხილად იყავი, სადმე რამე არ აიკიდო და “ლევი ბოვში” არ მომიყვანო სახლშიო. ალბათ რაღაც იყო მის დარიგებაში და უფრო გვიან ჩავწვდები ამ სიბრძნეს. ვთვლი, რომ მამამ მოვალეობის მოხდის მიზნით მითხრა ეს ყველაფერი, თორემ კარგად იცოდა, რომ უკვე გათვითცნობიერებული ვიყავი. ჩემს შვილსაც ვუყურებ, ჯერ სექსუალური შემოტევები არ აწუხებს, მისი ტემპერამენტიდან გამომდინარე, მაგრამ როცა ამის დროს მოვა, მისი გულშემატკივარი ვიქნები. სექსუალური პრობლემა ყველა ოჯახში დგება. იწყება ლაპარაკი, “დედა, ბიჯო, ბაღანა გაიზარდა და ახლა მაგას გოგოები ურეკავენ, ჩემი სიკვდილიო”… მაგრამ ამაში გადასარევი არაფერია, გოგომ დაურეკოს არ ჯობია, ვიდრე ბიჭმა?! (იცინის)

 

წყარო:

FB კომენტარები

კომენტარი