რაულ ქირია თამარ სანიკიძეს მიმართავს

390
SHARE

განათლების სიტემა ყველაზე სათუთია და სანამ გაქვთ თანამდებობა, გაუფრთხილდით პედაგოგებს, – ასე მიმართავს ჟურნალისტი რაულ ქირია განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

რაულ ქირია მინისტრის იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, მინისტრმა ხობის სასწავლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა გერგაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თხოვნა დააკმაყოფილა.

ჟურნალისტი აღნიშნულს დაუფიქრებელ ნაბიჯს უწოდებს და სანიკიძეს მოუწოდებს, გაუფრთხილდეს პედაგოგებს.

“არ მჩვევია სტატუსების გამოქვეყნება ისეთ საკითხებზე, რომელიც ნაწილობრივ პოლიტიკურ მოვლენებს ეხება, მაგრამ იძულებული ვარ, ადამიანურად, გამოვეხმაურო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ქალბატონი თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებას, ხობის სასწავლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა გერგაიას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ძვირფასო ქალბატონო თამარ, თქვენ ალბათ არ გაქვთ ინფორმაცია და ალბათ ყურმოკრულ ჭორებზე იღებთ გადაწყვეტილებებს, თქვენ მოგმართათ თხოვნით ქალბატონმა ხათუნამ რადგან ის გახადეს იძულებული დაეწერა განცხადება, რადგან საჩივარი, რომელიც თქვენს დაქვემდებარებულ უწყებაშია წარმოდგენილი და რომელ განცხადებასაც ხელს აწერს პიროვნება, საქართველოში ბოლო ცხრა წელია არ ცხოვრობს, თქვენი დაქვემდებარებული სამსახური თუ უწყება ამ წერილის ავთენტურობით უნდა დაინტერესებულიყო, თქვენ აუცილებლად აქტიურად უნდა ყოფილიყავით დინტერესებული, რა აქტივობები ტარდებოდა ხობში სასწავლო პროცესის გასაღრმავლებლად, ასევე თქვენ ერთხელ მაინც უნდა გქონოდათ ინიციატივა ჩასულიყავით ადგილზე, როგორც ამას თქვენი წინამორბედები აკეთებდნენ და ადგილზე გაგეცნოთ პედაგოგები, რადგან მათ ძალიან ბევრი აქვთ თქვენთვის სათქმელი და მათ სჭირდება თქვენი მორალური თანადგომა მაინც, თუ ის გახდა მიზეზი ამ ქალბატონზე ზეწოლის, რომ ტელეკომპანია Rustavi 2 ში გადაცემა ექიმებში, რომ მიიღო მონაწილეობა ხობის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, თქვენ მიიღეთ არასწორი გადაწყვეტილება და განათლების სისტემას ჩამოაშორეთ ერთერთი ყველზე მაგარი კადრი, რადგან არ ჩაუღრმავდით პრობლემას და ცივ გონებაზე მიიღეთ გადაწყვეტილება.

ასეთი გადაწყვეტილებები და ასეთი მიდგომები საერთო ჯამში პრობლემას ქმნის, რომელიც მრავლად აქვს დღეს მთავრობას, თქვენი უსაფუძვლო და დაუფიქრებელი ნაბიჯების გამო. განათლების სიტემა ყველაზე სათუთია და სანამ გაქვთ თანამდებობა გაუფრთხილდით პედაგოგებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ჩვენს ხვალინდელ დღეს!”, – წერს რაულ ქირია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი