რატომ წავიდნენ ბაღდათის მერი და მისი თანამშრომლები გერმანიაში ანსამბლ “საირმის” ნაცვლად

107
SHARE

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მუსიკალური ანსამბლი “საირმე” გერმანიაში ფესტივალზე მიიწვიეს, თუმცა ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ანსამბლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ანსამბლი შესაბამისად ვერ მღერის და ფესტივალზე თავად გაემგზავრა.
დელეგაციაში იყვნენ ბაღდათის მერი, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი თანამშრომელი, ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი და მუზეუმების თანამშრომელი.
რაც შეეხება “საირმის” წევრებს – “პრაიმტაიმის” იმერეთის კორესპონდენტმა სცადა მათთან დაკავშირება, თუმცა, როგორც ირკვევა, ისინი მკაცრად არიან გაფრთხილებული, რომ არაფერი თქვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან წასვლით ემუქრებიან.
ჩვენი ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტს აღნიშნული ვიზიტი 15.000 ლარი დაუჯდა.

წყარო:Read more at https://primetime.ge

FB კომენტარები

კომენტარი