რატომ ღალატობს ქართველი ქალი ქმარს

268
SHARE

მოღალატე ქალები – ფრაზაც კი ნამდვილად არასასიამოვნო მოსასმენია. ზოგადად ღალატი მისაღები არავისთვისაა, მაგრამ მოღალატე ქალი, თან ქართველი? – ეს უკვე ბევრად დიდი პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ ორგულობის ფაქტი, მეუღლის მიმართ. ჩვენს ქვეყანაში ხომ ეს მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დასაშვები. აქ კაცები ფიქრობენ, რომ თუ ცოლებთან კარგი სექსი არ აქვთ, თუ აღარ იზიდავთ მეუღლეები ან უბრალოდ მრავალფეროვნება მოენატერათ, ამ შემთხევვაში მათი ფიზიოლოგია აძლევთ უფლებას ე.წ. საყვარლები ჰყავდეთ ან თუნდაც უბრალოდ გართობის მიზნით დაიწყონ ურთიერთობა რამოდენიმე ქალთან ერთად, ან ცალ-ცალკე… ეს უკვე გემოვნების ამბავია.

მოღალატე კაცებს, ან უბრალოდ თუნდაც ერთგულ მეუღლეებს მინდა ვკითხო, არ დაფიქრებულხართ, რომ შესაძლოა ცოლსაც დიდად არ მოსწონს თქვენთან?

იქნებ, ისინი უფრო მეტს ელოდებიან… იცით რომ, დროთა განავლობაში მათ მიმართ თქვენი განელებული ვნება, სექსუალური ცხოვრების გაუფერულება, უარის თქმა ახალ შეგრძნებებზე ან სულაც მეუღლის საწოლში ამ თემისთვის ტაბუს დადება, ქალის ფსიქიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს? ოდესმე გიფიქრიათ, თუნდაც 3-4 წლის თანაცხოვრების შემდეგ რა უნდათ თქვენს ცოლებს? არიან კი საერთოდ ბედნიერები თქვენს გვერდით, ხართ მათთვის ისევ ის მიმზიდველი, სიმპათიური და ძლიერი მამაკაცი, რომლის გამოც წლების წინ გულები უჩქარდებოდათ და მუხლები უკანკალებდათ? თუ მხოლოდ იმიტომ არ მიდიან თქვენგან, რომ “ოჯახი არ დაანგრეს” რომ “ბავშვს მამა ჰყავდეს”, იმის გამო, რომ ეცოდებით და ასე შემდეგ…

რატომ არ ფიქრობენ ქმრები, რომ გაუთავებელი ჩხუბით, შეურაცხყობით და წყენით მიყენებული სულიერი ტრამვები ქალების ფიზიკურ მოთხოვნილებებზეც მოქმედებს და მათ უბრალოდ სურვილი აღარ უჩნდებათ თქვენთან “სარეცელი გაიყონ”, მითუმეტეს მაშინ როცა “თავს აღარ იკლავთ” და მეუღლის სიამოვნება დიდი ხანია თქვენთვის პრიორიტეტი აღარაა.

მამაკაცებო, რატომ ხართ ასეთი დარწმუნებულები რომ ცოლები ამას ” არ იკადრებენ”, თან მაშინ, როცა თქვენ თვითონ ძალიან ხშირად სახლიდან მოშორებით იკმაყოფილებთ ვნებას.

და ის ფაქტი, რომ არ იცით, არ გესმით და ვერ ხედავთ არაფერს ნიშნავს… ძვირფასო მეუღლეებო, უბრალოდ ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ ვიდრე თქვენ, ჩვენ უფრო შეგვიძლია ვაკონრტოლოთ სიტუაცია ვიდრე თქვენ და ზოგადად, ადმიანს თუ უნდა ღალატი, ქალი იქნება ის თუ კაცი, დიდი თუ პატარა, უღალატებს. პრობლემა აქ შემდგომია, რატომ ? რატომ უჩნდება ქალს ღალატის სურვილი.

ჩვენს ქვეყანაში, პირველ მიზეზად ადრე გათხოვება შეიძლება ჩაითვალოს და ისიც, რომ პირველი სექსუალური პარტნიორი ხშირად მეუღლეა. ანუ, ქალს არ აქვს საშუალება რეალურად გაარკკვიოს რა არის ეს, სიყვარული თუ უბრალოდ ვნება და ინტერესი სექსის მიმართ.

მეორე მიზეზი და ძალიან მნიშნელოვანი ვფიქრობ, რომ ქმრის დამოკიდებულებაა ცოლის მიმართ. ხშირად მამაკაცები იცლებიან “უღელში შებმის” შემდეგ და ცოლებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. თვლიან რომ მეუღლეებთან ბოლომდე თავისუფლება და სექსუალური ფანტაზიების ასრულება სამარცვხვნიო და

მიუღებელია ე.წ. ქართული ოჯახისთვის. რის შედეგადაც ვიღებთ ქალის დაუკმაყოფილებლობას და ინტერესის გაჩენას სხვა მამაკაცების მიმართ. 10 დან 9 ქალს ერთხელ მაინც ( მინიმუმ ) ცხოვრებაში გაუვლია აზრად “ნეტავ სხვა როგორიაო”.

ამ ორ პრობლემას, დამატებული დაუფასებლობა ქმრის მხრიდან, ის, რომ ხშირად ქალები ცდილობენ ოჯახის შენარჩუნებას, ქმრებთან დალაპარაკებას, პრობლემების მოგვარებას, ურთიერთობის გახალისებას და გაფერადებას, მაგრამ როდესაც საპასუხოდ უარყოფით, ხშირად კი აგრესიული დამოკიდებულებას აწყდებიან, დამერწმუნეთ, ქმართან სექსი კი არა, ერთ ლოგინში დაწოლის სურვილიც კი წამებში ქრება.
როდესაც ყოველი ჩვენი წინ გადადგმულ ერთი ნაბიჯის სანაცვლოდ თქვენ ორს უკან დგამთ, დროთა განმავლობაში გრძნობაც ქრება და ვნებაც. თქვენთან თქვენი მეუღლეები მხოლოდ იმიტომ რჩებიან რომ, ეცოდებით. ვიცი, არ გსიამოვნებით ამის მოსმენა, მაგრამ ზოგჯერ სიმართლე, აი, ასეთი მწარეა ხოლმე.

ერთ რჩევას მოგცემთ, ქართველო (და არა მარტო ) ქმრებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ერთხელ ნათქვამი უხეში სიტყვაც კი, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოთ, ძალიან დიდ ხანს ახსოვთ ქალებს და იმაზე მეტად სტკენთ გულს ვიდრე წარმოგიდგენიათ, და არ დაგავიწყდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ზემოთ ვახსენე, თქვენ ქმრები, ქართველი კაცები ხშირ შემთხვევაში ცოლებისთვის პირველი მამაკაცები ხართ და მათ არ აქვთ შესაძლებობა შეგადარონ სხვებს, რაც ნიშნავს, რომ ინტერესის გაღვიძება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული და აბა. წარმოიდგინეთ რა მოხდება, ერთ დღესაც ქალმა, თქვენთან ჩხუბით და დაულაგებელი ურთიერთობის გამო დაღლილმა, რომ გაბედოს და შეხვდეს სხვას, მერე ის სხვა თქვენზე სიმპათიური, თქვენზე ძლიერი, სექსუალური, თბილი, ყურადღებიანი და უკომპლექსო პარტნიორი აღმოჩნდეს ….

მიხვდით? მას ექნება შედარების შესაძლებობა და რომც არ დაშორდეთ ერთმანეთს, მისთვის, ქართველი ქალისთვის, დედისთვის და ცოლისთვის ის მეორე თქვენზე მაგარი იქნება და მასთან გატარებული თუნდაც რამოდენიმე ღამე ყველაზე დასამახსორვებელი გახდება მის ცხოვრებაში, ამან კი არა მგონია სიამოვნება მოგგვაროთ.

ამიტომ ნუ ეთამაშებით ცეცხლს, ნუ ცდით ცოლების მოთმინებას. გაუგეთ, დაელაპრაკეთ, ასიამოვნეთ, მიაქციეთ ყურადღება, გაამრავალფეროვნეთ ურთიერთობა როგორც საძინებელში ,ასევე მის გარეთ და ნუ მისცემთ მიზეზს საყვარელ ქალს სხვაზე იფიქროს მაშინ როცა თქვენს გვერდით წევს.

წყარო: http://www.kvirispalitra.ge

FB კომენტარები

კომენტარი