რატომ უხდის მადლობას დავით გაგუა პოლიციას

68
SHARE

მეან-გინეკოლოგმა, დავით გაგუამ „მაესტროს“ ეთერიდან სამართალდამცველებს “კომენდანტის საათის” დროს ორსულების კლინიკაში მიცილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მშობიარობა უფრო მეტად ღამის საათებშია. მადლობა მინდა, ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებიც ორსულებს სამშობიარომდე მიაცილებენ და როცა დააბინავებენ, უკან ბრუნდებიან. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ სამართალდამცველს სამშობიაროში მომსვლელი ორსული “კომენდანტის საათის” დროს შეეჩერებინოს ან გზაში დაბრკოლება შეექმნათ“, – აღნიშნა გაგუამ.

FB კომენტარები

კომენტარი